მთავარისიახლეებიპოლიტიკახეებს თხრის და ეზოში აწყობს, თუ ,,ჭკვიანად'' არ მოვიქცევით, თავში დაგვცხებს, თუ...

ხეებს თხრის და ეზოში აწყობს, თუ ,,ჭკვიანად” არ მოვიქცევით, თავში დაგვცხებს, თუ ,, ჭკვიანად” – რეკულტივაციას გვპირდება

Published on

„ჩვენ არ ვთვლით არანაირად, რომ რამეს მოჰყვა ეკოლოგიური კატასტროფა“ – ეს განცხადება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარ ეზოში ხეების გადატანის შეფასებისას გააკეთა.
 
მინისტრის თქმით, აჭარის რეგიონიდან გურიაში ხეების გადატანა ეკოლოგიურ კატასტროფას არ იწვევს და ასევე აღნიშნავს, რომ ყველა ხის გადატანის შემდეგ რეკულტივაციაც დაიწყება.
 
„დარწმუნებული ვარ, რომ რეკულტივაციაც ხდება, პერიოდი აქვს ამას ყველაფერს, რეკულტივაციას, როცა დასრულდება ეს ყველაფერი, დარწმუნებული ვარ, რომ თავის ვალდებულებას ყველა შეასრულებს,“ – განაცხადა ალავიძემ.
 
ასეთია ხელისუფლების პოზიცია, რომელიც მკვეთრად უპირისპირდება საზოგადოებრივ აზრს და  ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის შეფასებებს ზარალისა, რომელიც გარემოს ბიძინა ივანიშვილის  დენდროლოგიური  ვნებების გამო ადგება.
 
 
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' საერთაშორისო გარემოსდაცვით ორგანიზაციებს მიმართავს, შეისწავლონ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის აჭარაში ხეების მოთხრითა და გადატანით მიყენებული ზიანი გარემოზე.  
 
„ბიძინა ივანიშვილის სურვილებზე დამორჩილებით ხდება ჩვენი რეგიონის ბუნების ხელყოფა, დაზიანება და ლანდშაფტის მიზანმიმართულად განადგურება. აღნიშნული ფაქტების თაობაზე ჩვენ მივმართეთ ჩვენს რეგიონში და საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უწყებას, მათ შორის: აჭარის მთავრობას, აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტს, ბათუმის მერს და ა.შ. ამ უწყებებიდან კანონის თანახმად, ათ სამუშაო დღეში უნდა მიგვეღო რაიმე პასუხი მაინც, თუმცა ჩვენს მიმართვას არავითარი პასუხი არ მოჰყოლია, ამიტომაც სხვა გზა არ რჩება და მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ძირითადად ბუნებისა და გარემოს დაცვის საკითხებზე და აქვთ კომპეტენცია, შეაფასონ ჩვენს რეგიონში მიმდინარე ეკოლოგიური მდგომარეობა, რაც აზიანებს  ბუნებას და, ასევე, საფრთხეს უქმნის მოსახლეობას.
 
ამ მიმართვით გვინდა საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოვუწოდოთ და ასევე, მივმართოთ ჩვენს რეგიონში მცხოვრებ ყველა თანამოქალაქეს, რომელსაც აწუხებს ხეების გადატანისა და ბუნების დაზიანების ფაქტები, ჩვენთან თანამშრომლობისკენ, რომ გამოვნახოთ როგორმე გზა, შევაჩეროთ ივანიშვილის ახირება და დავიცვათ ჩვენი გარემო“  –  აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში.
 
 
მათი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი გაგზავნილ მიმართვას თან ერთვის  ფოტო და ვიდეომასალა, რაც სპეციალისტებს გაუადვილებს მიყენებული ზიანის შეფასებას.

სიახლეები

სასკოლო ფორმები საქართველოში – დიზაინის ესკიზი ცნობილია

როგორი იქნება სასკოლო ფორმები საქართველოში - დიზაინის ესკიზი ცნობილია. ფოტოებს Interpressnews ავრცელებს. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით,...

ზუგდიდში პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციების მოქმედება სრულად აღადგინა

აშშ-მა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების სრულმასშტაბიანი მოქმედება აღადგინა — ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...

შსს- დაკავებულია პენსიონერი, რომელიც საკუთარი მეუღლის არასრულწლოვან შვილიშვილებს აუპატიურებდა

თბილისში არასრულწლოვნების გაუპატიურებისა და მათ მიმართ ჩადენილი სხვაგვარი სექსუალური ქმედების ბრალდებით 1960 წელს დაბადებული...