მთავარისიახლეებიშავი ზღვა აღარ არის რუსეთის პლაცდარმი, ინიციატივა უკრაინას აქვს და მტერი გემებს...

შავი ზღვა აღარ არის რუსეთის პლაცდარმი, ინიციატივა უკრაინას აქვს და მტერი გემებს მალავს, ზელენსკი

Published on

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს აღარ შეუძლია შავი ზღვის პლაცდარმად გამოყენება.

მისივე თქმით, შავ ზღვაში ახლა ინიციატივა უკრაინას აქვს და “დაბნეული მტერი ცდილობს მისი საბრძოლო გემები დამალოს”.

“პირველად შავ ზღვაში ოპერირება დაიწყო საზღვაო დრონების ფლოტმა – უკრაინის ფლოტმა. ასევე მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ოპერაციის მთავარ შედეგს, რუსეთს აღარ შეუძლია შავი ზღვა გამოიყენოს როგორც პლაცდარმი მსოფლიოს სხვა რეგიონების დესტაბილიზაციისთვის.

ახლა, ისე როგორც არასდროს, ნათელია რომ ჩვენი კოოპერაცია შავი ზღვის რეგიონში მხოლოდ უნდა გაიზარდოს”, – აღნიშნა ზელენსკიმ შავი ზღვის ეკონომიკური კოოპერაციის საპარლამენტო ასამბლეის სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს.

ზელენსკიმ განმარტა, რომ შავი ზღვის დასავლეთ ნაწილის დაცვა შესაძლებელია, რაც საზღვაო საექსპორტო დერეფნების ფუნქციონირების საშუალებას იძლევა.

შავი ზღვის ეკონომიკური უსაფრთხოების კოოპერაციის საპარლამენტო ასამბლეა 13 ქვეყანას აერთიანებს: საქართველოს, აზერბაიჯანს, ალბანეთს, ბულგარეთს, სომხეთს, საბერძნეთს, მოლდოვას, ჩრდილოეთ მაკედონიას, რუსეთს, რუმინეთს, სერბეთს, თურქეთსა და უკრაინას.

სიახლეები

არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება აუკრძალეს

საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, არქიმანდრიტ ილია თოლორაის მღვდელმსახურება აეკრძალა, "ვიდრე არ...

ბოკუჩავა-ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, საქართველოს EU-ში მომავალი არ აქვს

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მძიმე ანგარიში გამოქვეყნდა. ასევე, იყო მარტა კოსისა და...

როგორ ვუმკურნალოთ მუნს-NCDC-ის რეკომენდაცია

მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია - განცხადება...

დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე

დაკავებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. თავად...