მთავარისიახლეები"ბავშვების 35% შიმშილობს", ოპოზიცია დეპუტატებისთვის ხელფასების გაზრდას აპროტესტებს

“ბავშვების 35% შიმშილობს”, ოპოზიცია დეპუტატებისთვის ხელფასების გაზრდას აპროტესტებს

Published on

ხალხის რჩეულები ხელფასებს იორმაგებენ – პარლამენტის თავმჯდომარე უკვე 1 საათზე მეტია ასაბუთებს, რატომ უნდა გაეზარდოთ რეკორდულად ხელფასები მომდევნო მოწვევის დეპუტატებს. საკითხზე კენჭისყრა დღესვეა დაგეგმილი. ხელფასის მომატებას “ოცნების” მილიონერი დეპუტატებიც ემხრობიან.

ოპოზიცია ინიციატივას მხარს არ უჭერს.

მე არ ვთვლი, რომ ეს არის პროპორციული იმ მდგომარეობის, რაც წელს პარლამენტში იყო. საკმაოდ ბევრი მილიონერი გვყავს, ვისაც ნამდვილად არ სჭირდება ხელფასი, – უთხრა პარლამენტის თავმჯდომარეს ხატია დეკანოიძემ.

ენმ-ს წევრი ანი წითლიძე კი დაინტერესდა, უქმნის თუ არა მმართველ პარტიას უხერხულობას ის ფაქტი, რომ სკოლებში ამ დრომდე უფასო კვების საკითხი მოუგვარებელია.

გვაქვს ეს 35% ბავშვების შიმშილის სკოლებში და ჯერ კიდევ ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვშვრებით, აქ ცოტა უხერხულობა ხომ არ არის?, – თქვა ანა წითლიძემ.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...