მთავარისიახლეებისაზოგადოებანიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართავს

ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართავს

Published on

“მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პრეზიდენტს მიმართავს და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს. “ტვ პირველის” ეთერში მან თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური პატიმარია.

“მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, ეს უნდა გვესმოდეს და აქ უნდა დავსვათ წერილი. მიშა სააკაშვილის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა წამებასთან მიახლოებული ფორმები, მინიმუმ არაადამიანური დამოკიდებულება და ჩვენ ეს გვანახეს.

სალომე ზურაბიშვილს, მე ჩემი შეწყალება არ მითხოვია მისთვის, მაგრამ ახლა მივცემ თავს უფლებას, პირდაპირი ეთერიდან მას ვთხოვ, რომ მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილთან დაკავშირებით. ადამიანი შეიძლება მოკვდეს. ის არ არის კარგად, მიუხედავად იმისა რომ უკეთ გამოიყურება, უკეთესად ლაპარაკობს და ასე შემდეგ, ის არის პატიმარი, ის არის პატიმარი პრეზიდენტი და სალომე ზურაბიშვილმა მიიღო უკვე, ასე ვთქვათ, მინიშნებები, რომ ისიც შეიძლება გახდეს პატიმარი პრეზიდენტი, მან უნდა გაარღვიოს ეს წრე, რომელშიც თვითონაც არის ახლა ამ წრის ტყვეობაში და უნდა გადააბიჯოს იმ არა და არასდროს და მიხეილ სააკაშვილი უნდა გაათავისუფლოს”, – თქვა ნიკა გვარამიამ.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....