მთავარისიახლეებისაზოგადოებაისრაელი-"ჰამასის" ომის გაშუქებისას მინიმუმ 31 ჟურნალისტი დაიღუპა- CPJ

ისრაელი-“ჰამასის” ომის გაშუქებისას მინიმუმ 31 ჟურნალისტი დაიღუპა- CPJ

Published on

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ბოლო მონაცემების მიხედვით, ისრაელი-“ჰამასის” ომის გაშუქებისას სულ მცირე 31 ჟურნალისტი დაიღუპა. მათგან 26 პალესტინელი იყო, 4 ისრაელელი და 1 ლიბანელი. როგორც CPJ-ს წერს, დაშავდა 8 ჟურნალისტი, ხოლო 9 დაკარგულად ან დაკავებულად მიიჩნევა.

“განსაკუთრებით მაღალი რისკების წინაშე ღაზაში მყოფი ჟურნალისტები დგანან, რადგან ისინი კონფლიქტის გაშუქებას ისრაელის სახმელეთო თავდასხმის ფონზე ცდილობენ,” – ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...