მთავარისიახლეებისაზოგადოებაკლინიკა „ლანცეტის“ დირექტორის საქმეზე განაჩენს მოსამართლე დღეს გამოაცხადებს

კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორის საქმეზე განაჩენს მოსამართლე დღეს გამოაცხადებს

Published on

დღეს დაცვის მხარე მოსამართლის წინაშე დასკვნითი სიტყვით გამოდის და ბრალდებულის ადვოკატის გელა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილებაც ცნობილი გახდება.„მე ველოდები გამამართლებელ განაჩენს. არა იმიტომ, რომ მე ვიცავ ფარმან ჯეირანლის, არამედ იმიტომ, რომ მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში არც ერთი პირდაპირი და რეალურად არც ირიბი მტკიცებულება ყოფილა, რომელიც დაადასტურებდა მის დანაშაულს“, – ამბობს ნიკოლაიშვილი.კლინიკა „ლანცეტში“ ღვიძლის გადანერგვის ორი ოპერაცია 2016 წლის მარტში ჩატარდა. ორივე ოპერაცია ფატალური შედეგით დასრულდა. ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გიორგი ჩუბინიძე და კარლო კეკელიძე დაიღუპნენ. სამართალდამცველებმა კლინიკის ერთ-ერთი მფლობელი და დირექტორი ფარმან ჯეირანლი 22 მაისს დააკავეს.„ლანცეტის" დირექტორის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეზე მოწმეები უკვე დაიკითხნენ.
 
სამართალდამცავებმა კლინიკის ერთ-ერთი მფლობელი და დირექტორი ფარმან ჯეირანლი 2017 წლის 22 მაისს დააკავეს.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....