მთავარისიახლეებიროდესაც ახალგაზრდა დიპლომატი ვიყავი, საქართველოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის განხორციელებაში ვეხმარებოდი, სასიხარულოა ისევ აქ...

როდესაც ახალგაზრდა დიპლომატი ვიყავი, საქართველოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის განხორციელებაში ვეხმარებოდი, სასიხარულოა ისევ აქ დაბრუნება | აშშ-ის ელჩი

Published on

როდესაც მე ახალგაზრდა დიპლომატი ვიყავი, საქართველოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის განხორციელებაში ვეხმარებოდი. ახლა ძალიან სასიხარულოა ისევ აქ დაბრუნება და იმის ხილვა, თუ რამდენს მიაღწია საქართველომ „შუა დერეფნის“ განვითარების მხრივ – თქვა აშშ-ის ახალმა ელჩმა, რობინ დანიგანმა “აბრეშუმის გზის” ფორუმზე.

დიპლომატის თქმით, აშშ ხელს უწყობს და ეხმარება „შუა დერეფნის“ განვითარებას:

“მიხარია, რომ ვესწრები ამ ფორუმს, რომელსაც საქართველოს პრემიერმინისტრი მასპინძლობს. შეერთებული შტატები ძალიან აქტიურად მონაწილეობს ამ ღონისძიებაში როგორც კომპანიების, ასევე საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სახით. როდესაც მე ახალგაზრდა დიპლომატი ვიყავი, საქართველოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის განხორციელებაში ვეხმარებოდი. ამიტომ, ახლა ძალიან სასიხარულოა ისევ აქ დაბრუნება და იმის ხილვა, თუ რამდენს მიაღწია საქართველომ „შუა დერეფნის“ განვითარების მხრივ, ვგულისხმობ გზების, რკინიგზისა და პორტების განვითარებას. აშშ აქ არის იმისთვის, რომ ამ განვითარებას ხელი შეუწყოს და თან მონაწილეობა მიიღოს მასში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით შუა დერეფნის ფასი და ის თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა მასში,” – ამბობს რობინ დანიგანი

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისი “აბრეშუმის გზის” ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიებაზე 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები იმყოფებიან. მათ შორის არიან, აზერბაიჯანის, სომხეთისა და მონტენეგროს პრემიერმინისტრები.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...