მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო და გიული ალასანიას ,,სრა-სასახლე'' კიევში

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო და გიული ალასანიას ,,სრა-სასახლე” კიევში

Published on

ახალი ამბები კიევიდან.   სანამ შინაპატიმრობა მისჯილი საქართველოს პრეზიდენტი და უკრაინის ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი თავის ბინაში მინი ტელესტუდიას გახსნიდეს და პოროშენკოს დაკრულზე მოცეკვავე ტელეარხების დეზინფორმაციას მისი მეშვეობით ამხელდეს,  იგი კვლავ ინტენსიურად იყენებს სოციალურ ქსელებს.

,,ორშაბათს, 29 იანვარს  სასამართლომ უდა განიხილოს ჩემი სარჩელი პოროშენკოს წინააღმდეგ ჩემთვის უკრაინის მოქალაქეობის უკანონოდ, მხოლოდ მისი კაპრიზების საფუძველზე  ჩამორთმევასთან დაკავშირებით. და პოროშენკო, რასაკვირველია არ აპირებს  სასამართლოში მოსვლას და პასუხისგებას თავის მოქმედებაზე.- წერს მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქგვერდზე.- სასამართლო ამ რეზონანსულ საქმეს დაჩქარებული წესით, პროცედურის შემოკლების გზით განიხილავს.
 
მას შემდე, რაც პოროშენკომ წამართვა  შეუზღუდავად გადაადგილების შესაძლებლობა მსოფლიოში და გუშინდლიდანკი უკრაინის ტერიტორიაზეც, მას ისღა რჩება უარი თქვას ჩემთვის მოქალაეობის დაბრუნებაზე და სდამე სხვაგან გამამწესოს.
მაგრამ ეს ნეგატიური პროგრამაა. ჩვენ კი გვჭირდება შეხვედრების და ჩვენი პოზიტიური პოზიციის ფორმირება.
 
მე ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას სასამართლოებში.  მოსმენა ჩანიშნულია  29 იანვარს დღის 12.00საათზე კიევში, მოსკოვსკაიას ქუჩაზე. – მიმართვს მხარდამჭერებს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მიუხედავად არსებული და მოსალოდნელი წინაღობებისა,  იმპიჩმენტის მარშისთვის ემზადება თავის პარტიასთან დასხვა მხარდამჭერ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან ერთად.
 
მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება ოქროში მცურავი რეჟიმის მცდელობასაც  შექმნას მითი მისი  მატერიალური კეთილდღეობის შესახებ.
 
,,2016 წელს, როცა კიევიდან ოდესაში გადავედი სამუშაოდ და საცხოვრებლად და  დედაჩემმა დაინახა, რომ მე აქ დიდხანს დავრჩებოდი, გაყიდა თავისი მშობლების სახლი თბილისის ცენტრში, იყიდა პატარა მიწის ნაკვეთი კიევთან ახლოს და თითქმის ერთი წლის წინათ დაიწყო აქ ერთსართულიანი, სამოთახიანი სახლის მშენებლობა ( ნაკვეთი,  რომელზეც სახლი შენდება, 600 კვ. მეტრია, სახლის საცხოვრებელი ფართი – 64 კვ. მეტრი).  
კარკასი აგებულია, მაგრამ დედამ შიდა სარემონტო სამუშაოები ვერ გააგრძელა და გასული წლის აგვისტოდან მშენებლობა პრაქტიკულად  ერთ ადგილზეა გაჩერებული.
დღეს ერთერთ ოლიგარქიულმა არხმა სახლთან მიიყვანა პენსიონერების ჯგუფი და ხელში ჩემი საწინააღმდეგო პლაკატები დააჭერინა. ნაცვლად იმისა, რომ ხალხს ღირსეული პენსია მისცეს და არ ძარცვოს,  აპამპულებს და თავისი მიზნებისთვის   იყენებს ამ ადამიანებს.'' – წეს მიხეილ სააკაშვილი და თავის  პოსტს თან ურთავს  ვიდეო ჩანაწერს, რომელიც კიევში მყოფმა გიული ალასანიამ გადაიღო თავის  სახლაკში, რომელსაც ხელისუფლება სრა-სასახლეს უწოდებს.
 
მიხეილ სააკაშვილი აქვეყნებს ფოტორეპორტაჟს კიევში დაგაგემილი მარშის მზადების პროცესის შესახებაც. 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად კიევ-პეჩერის ლავრა დაზიანდა

რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო და დრონებით შეტევის შედეგად, დაზიანდა კიევ-პეჩერის ლავრა...

საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი სუს-ის თანამშრომელი სიმონ წაქაძეა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მორიგ განცხადებას ავრცელებს. ირკვევა, რომ გარდაცვლილია...

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხსნის, რას სთხოვს EU “ოცნებას“

კვიპროსის ევროპის საკითხთა მინისტრის მოადგილემ, დეტალურად ისაუბრა იმ პირობებზე, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს, იქიდან...

ევროკავშირმა რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა დაამტკიცა

ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ ოფიციალურად მიიღო რეგულაცია, რომელიც რუსეთიდან ევროკავშირში, როგორც მილსადენური გაზის, ასევე,...