მთავარისიახლეებიპოლიტიკანინო ბურჯანაძე რუსთავი 2-ის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას ხელისუფლების გაბითურებად აფასებს.

ნინო ბურჯანაძე რუსთავი 2-ის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას ხელისუფლების გაბითურებად აფასებს.

Published on

ეს არის რუსთავი 2-ის გამარჯვება, ხელისუფლება გაბითურებულია – ასე აფასებს ,,დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსამართლე ურთმელიძის მიერ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას.

ხელისუფლებას რომ ერთი ნაბიჯი მაინც გადაედგა იქით, რომ საკუთრება სხვებისთვის დაებრუნებინა, მაშინ ჩვათვლიდით, რომ ეს ხალვაში საკუთრებაზე ზრუნვაა. მაგრამ ხელისუფლებას არც კი უფიქრია, რომ თუნდაც 26 მაისს დაზარალებული ადმიანებისთვის დაებრუნებინა ქონება, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ ჩამოართვა, მე ნადვილად არ ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება მოინდომებდა სხვისი ან ქიბარ ხლვაშის ქონებისთვის ბრძოლას. ეს იყო რუსთავი 2-ის წინააღმეგ ბრძოლა. არ შეიძლება მაუწყებლობას დაემუქროს საფრთხე, მიუხედავად იმისა, რომ ის მე არ მიმაჩნია ობიექტურ ტელევიზიად, ეს არის ნაციონალური მოძრაობის ტელევიზია, მაგრამ ამის გამო არ უნდა დაიხუროს“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ გადაცემა ,,არჩევანის“ ეთერში.

ბურჯანაძე ეთანხმება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს აინეტერსებს, რატომ იქნა წინა ხელისუფლების დროს, დაჩქარებული წესით, ამ ცვლილების მიღება საჭირო.

,,მე ვიზიარებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ ჰკითხეთ იგივე ბოკერიას და ბაქრაძეს, რატომ იყო მიღებული კანონში ის ცვლილება მიღებული, რომლის გაუქმებაც გახდა საჭირო თავიუფალი სიტყვის გადასარჩენად. ის მიიღო ბაქრაძემ და ბოკერიას ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით ერთადერთი მიზნით, რომ დაესაჯათ ნინო ბურჯანაძე, რომ პირველი ინსტანციით ყოფილიყო გადაწყვეტილება მიღებული. ესეც უნდა გამოიძიოთ და ასეთ შემთხვევაში თქვენი მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზრდება“ – განაცხადა ბურჯანაძემ

სიახლეები

საია-ევროსასამართლომ მზია ამაღლობელის მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ...

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით...

დედას, რომელმაც ბათუმის სამშობიაროში ახალშობილი მოკლა, 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სასამართლომ დედა დამნაშვედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა....

ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, რა დროსაც...