მთავარისიახლეებიბექაურის კომისიას უჩნდება ბერკეტი, მედიაში გასული ნებისმიერი მასალა უხამსად გამოაცხადოს | "ოცნების"...

ბექაურის კომისიას უჩნდება ბერკეტი, მედიაში გასული ნებისმიერი მასალა უხამსად გამოაცხადოს | “ოცნების” მორიგი კანონპროექტი მედიის წინააღმდეგ

Published on

“ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებში უხამსობის რეგულირება დაემატა.

ახალი პაკეტით მარეგულირებელ კომისიას უჩნდება ბერკეტი, რომ მედიაში გასული ნებისმიერი მასალა გამოაცხადოს უხამსად, ან არასრულწლოვნებისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციად. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე კი, პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი ბექაურის მარეგულირებელი კომისია მედიას სანქციებს, მათ შორის ფინანსური ჯარიმებს, დაუწესებს.

კანონპროექტს უმრავლესობა დაჩქარებულად განიხილავს, ისევე როგორც ე.წ. კარვების კანონპროექტი განიხილა და მიიღო.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ აღნიშნული ჩანაწერი ბუნდოვანი და რეპრესიულია. მათივე თქმით, ახალი პაკეტი ხელისუფლების მორიგი მცდელობაა, რომ შეზღუდოს კრიტიკული მედიების ფუნქციონირება.

“ქართული ოცნება” ახალ ინიციატივას ევროკავშირის რეკომენდაციებით ხსნის.

“ოცნების” რუსული დაჯგუფების, “ხალხის ძალის” დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის მტკიცებით, მმართველმა პარტიამ ევროკომისიას სამი ვარიანტი შესთავაზა და კანონპროექტში ის ნაწილი შეიტანა, რომელიც ევროკომისიამ თავად ურჩია.

“ეს ცვლილება არის ევროკომისიიდან წამოსული ცვლილება. თუ ევროკომისია გვეუბნება, რომ რეპრესიები შევიტანოთ, ამ შემთხვევაში კითხვის ადრესატი ცოტა სხვა არის. თქვენ კარგად იცით, რომ ევროკომისიიდან არის წამოსული ეს რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ შეგვაქვს მაუწყებლის კანონში. იქ იყო სამი ვარიანტი, სამიდან რომელიც გვითხრა ევროკომისიამ ზუსტად იმ ცვლილებებს ვიღებთ”, – ამბობს მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ უხამსობის რეგულირების შესახებ ჩანაწერი “ქართულმა ოცნებამ” გუშინ, ჩუმად შეიტანა. აღნიშნული ინფორმაცია წუხელ არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” [GDI] ხელმძღვანელმა, ედუარდ მარიკაშვილმა გაავრცელა.

საქართველოს პარლამენტმა “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით გუშინ დაამტკიცა.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...