მთავარისიახლეებიჯო ბაიდენი თელ-ავივში ჩავიდა

ჯო ბაიდენი თელ-ავივში ჩავიდა

Published on

ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა. თელ-ავივში მას ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი დახვდნენ.

თავისი ვიზიტით ბაიდენი ცდილობს გამოავლინოს მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის მიმართ, რადგან ის მუშაობს “ჰამასის” ლიკვიდაციისთვის, ასევე, სურს იპოვეს გზები ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის შესამსუბუქებლად.

ბაიდენს დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრები არაბ ლიდერებთანაც ამანში, თუმცა ღაზაში, ალ-აჰლის საავადმყოფოში წუხელ მომხდარი აფეთქების შემდეგ, ამ მოგზაურობის მეორე ნაწილი უკვე გაუქმებულია.

პალესტინის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენთან შეხვედრა გააუქმა
ღაზაში, საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პალესტინური მხარის ცნობით, დაღუპულია სულ მცირე 500 ადამიანი. “ჰამასმა” მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა, ისრაელი აცხადებს, რომ დაზვერვის ვარაუდით, აფეთქება დაჯგუფება “ისლამური ჯიჰადის” რაკეტამ გამოიწვია.

სიახლეები

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...

რუსეთის პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...

კობახიძე ჰერჩინსკიზე – ტრაგიკული პიროვნებაა

ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება. ეს შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე ტრაგიკულიც კი, ვიდრე...

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური...