მთავარისიახლეებიპარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი აირჩია | ერთ-ერთი საკონსტიტუციოს მოსამართლის...

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი აირჩია | ერთ-ერთი საკონსტიტუციოს მოსამართლის შვილია

Published on

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი აირჩია. ლევან ნემსაძე და გოგა კიკილაშვილი 90 ხმით აირჩიეს.

ნემსაძის შემთხვევაში კენჭისყრა 2-ჯერ გაიმართა. პირველ ჯერზე მხოლოდ 89 ხმა დაფიქსირდა მაშინ, როცა ასარჩევად საჭირო კვორუმი 90 ხმა იყო. ამის შემდეგ “ქართული ოცნების” წევრმა, მამუკა მდინარაძემ,
ხელახალი კენჭისყრის საკითხი დააყენა, რადგან, მისი მტკიცებით, “რომელიღაც პულტმა არ იმუშავა.” ხელახალი კენჭისყრის შემდეგ იუსტიციის საბჭოს წევრად ნემსაძეც აირჩიეს.

ნემსაძესა და კიკილაშვილს მხარი რომელიღაც ოპოზიციონერმა დაუჭირა, თუმცა უცნობია ვინ, რადგან კენჭისყრა ფარული იყო.

ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით, გოგა კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ხვიჩა კიკილაშვილის შვილია. კიკალაშვილი ერთ-ერთია იმ მოსამართლეებიდან, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის ევროპულ ვიზიტებში, კონსტიტუციის დარღვევა დაინახა:

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი აირჩია პარლამენტმა.
ერთ-ერთი გოგა კიკილაშვილია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ხვიჩა კიკილაშვილის შვილია.
კომენტარიც არ არის საჭირო, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რა სწრაფად მიიღო სარგებელი ამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმის მოსამართლის შვილმა ხვდებით ხომ?” წერს ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევად კენჭი უყარეს კიდევ ორ კანდიდატს, რუსუდან კვინიკაძესა და ნინო ნიშნიანიძეს, თუმცა, მათ ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღეს.

სიახლეები

შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი...

საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელზე ძებნა გამოცხადდა

საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა - სუს-მა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ჯამში...

რუსეთის დუმის არჩევნები 2026 წლის 20 სექტემბერს ჩატარდება

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები 2026 წლის 20...

ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა! – რობერტ „მადიარ“ ბროვდი

"ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა!... ბრაზის აფეთქებების ნაცვლად საწვავის აფეთქებები – პრაგმატული სასჯელი, ემოციებისა და ზედმეტი...