მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შემთხვევაში, შტატები სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას შეწყვეტს- გაფრთხილება უკრაინას

რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შემთხვევაში, შტატები სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას შეწყვეტს- გაფრთხილება უკრაინას

Published on

აშშ-ის დაზვერვამ ვაშინგტონში უკრაინის საელჩო გააფრთხილა, რომ რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შემთხვევაში, შტატები სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას შეწყვეტს – ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post წყაროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებმა ვაშინგტონში უკრაინის საელჩო გააფრთხილეს, რომ რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე შემდგომი დარტყმების შემთხვევაში, შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ შეწყვეტდა სადაზვერვო მონაცემების ყოველგვარ გაზიარებას. წყაროს ინფორმაციით, აშშ-ის მხრიდან დაზვერვის მონაცემების გაზიარება არ შეწყვეტილა – ყოველ შემთხვევაში, სრულად არა, თუმცა ეს მუქარა კვლავ ძალაში რჩება.”გაფრთხილებები იმდენად მასშტაბური იყო, რომ ზარი ყველამ მიიღო, ვისი გვარიც უკრაინულად ჟღერდა“ – განაცხადა წყარომ.

სიახლეები

უკრაინაში Starlink-ის მუშაობა აღდგა – მედია

უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის - Starshield-ის მუშაობა აქტიურად განახლდა და ხარისხი კვლავ უმჯობესდება. ამის შესახებ...

ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთის ნავთობქარხნებზე იერიშებს განაახლებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშებს განაახლებს. ამის შესახებ მან...

აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმო პროცესი შეუჩერდათ

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ხორცპროდუქტების საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. სურსათის...

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს

ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! საქართველო ივანიშვილის გარეშე! - 25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას...