მთავარისიახლეებიმსოფლიოტერაქტი ბრიუსელში - მოკლულია შვედეთის ორი მოქალაქე, ტერორისტი ლიკვიდირებულია

ტერაქტი ბრიუსელში – მოკლულია შვედეთის ორი მოქალაქე, ტერორისტი ლიკვიდირებულია

Published on

ბრიუსელის ცენტრში, მოტოციკლით მოძრავმა პირმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი სავაჭრო ცენტრის შენობაშიც სროლა-სროლით შეჰყვა. ტერორისტმა ორი უდანაშაულო ადამიანი მოკლა. დაღუპულია შვედეთის ორი მოქალაქე, სავარაუდოდ, ბელგია-შვედეთის მატჩზე დასასწრებად ჩასული პირები. მკვლელობა “ეიზელის” სტადიონიდან დაახლოებით 5 კილომეტრში მოხდა.

კადრები, სადაც ჩანს, როგორ ესვრის ტერორისტი ორ მოქალაქეს, ჩვენს ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული (გაფრთხილება: ვიდეო შეიცავს ძალადობის სცენებს!).

პირი, რომელმაც ბრიუსელში ორი მოქალაქე მოკლა, პოლიციამ დილით კაფეში იპოვა, მას იარაღი თან ჰქონდა. 45 წლის აბდუსალემ ლასუედმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და ცეცხლი გაუხსნა, საპასუხო ცეცხლის შედეგად კი ის ადგილზე მოკლეს.

პოლიცია ტერორისტს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდა. სტადიონთან ახლოს მომხდარი ტერაქტის გამო, ბელგია-შვედეთის მატჩიც შეწყდა – მეორე ტაიმში ფეხბურთელები სათამაშოდ არ გამოსულან.

სტადიონზე მისულ მაყურებლებს მოუწოდებდნენ, ტრიბუნებზე დარჩენილიყვნენ და ქუჩაში ჯგუფურად გადაადგილება თავიდან აერიდებინათ, რადგან ქალაქში შეიარაღებული ტერორისტი გადაადგილდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ტერაქრტი ბრიუსელში ძალოვანთა “განსაკუთრებული მობილიზაციის” ფონზე მოხდა.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...