მთავარისიახლეებისაზოგადოებადროებით ოკუპირებულ აფხაზეთში გამოცხადებული ამნისტია ირაკლი ბებუას არ შეეხება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში გამოცხადებული ამნისტია ირაკლი ბებუას არ შეეხება

Published on

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის აქტი ორ თვეში ამოქმედდება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენი ადამიანი გათავისუფლდება ციხიდან.

როგორც Эхо Кавказа-ს ე.წ.-მა დეპუტატმა დაუთ ხუტაბამ განუცხადა, ამნისტია ოთხ ვეტერანზე გავრცელდება და ის ირაკლი ბებუას არ შეეხება.

“არა, ამნისტიას ვერ მიიღებს [ირაკლი ბებუა]. თავიდან ჩვენც ვიფიქრეთ ამ სიტუაციაზე. თუმცა გამარჯვების ოცდაათი წლისთავის დღეს, რომ გავათავისუფლოთ ის კაცი, რომელმაც ჩვენი დროშა დაწვა, ვფიქრობ, ეს იქნება მკრეხელობა და ის ამნისტიაში არ შედის. ამნისტია ის აქტია, როცა საერთოდ არ უნდა ინტერესდებოდე კონკრეტული ადამიანით, მისი ბედით, მხოლოდ იმ მუხლებით უნდა ინტერესდებოდე, რომლითაც ისინი ციხეში არიან. მაგრამ ეს იყო სიტუაცია, როცა მაინც იყო პირადი ინტერესი კონკრეტული ადამიანის მიმართ, რომ ამნისტია არ მიეღო. დიახ, ვთხოვე შსს-ს და დამიდასტურეს, რომ ეს პირი ამნისტიას არ ექვემდებარება,” – განუცხადა მედიას ხუტაბამ.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 28 სექტემბერს მეორე და საბოლოო მოსმენით მიიღო დადგენილება “ქართულ-აფხაზურ ომში გამარჯვების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ამნისტიის შესახებ.”

გადაწყვეტილების მიხედვით, პატიმრობიდან გათავისუფლდება ყველა, ვისაც 3 წლამდე ვადით ჰქონდა მისჯილი თავისუფლების აღკვეთა. ასევე, გათავისუფლდებიან 5 წლამდე ვადით პატიმრობამისჯილი ვეტერანები, მოხალისეები, ზურგში მებრძოლი ვეტერანები და ქართულ-აფხაზური ომის ინვალიდები და ა.შ.

ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში საქართველოს ორი მოქალაქე იმყოფება – ქრისტინე თაკალანძე და ირაკლი ბებუა, რომელიც სასჯელს აფხაზეთის დროშის დაწვისთვის იხდის.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....