მთავარისიახლეებიპოლიტიკამე შემიძლია დღესვე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში წავიდე. მაგრამ როდესაც ოლიგარქები იმარჯვებენ საქართველოში,...

მე შემიძლია დღესვე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში წავიდე. მაგრამ როდესაც ოლიგარქები იმარჯვებენ საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინაში და ზოგადად მსოფლიოში, ჩვენ არ გვაქვს უფლება დავნებდეთ- მიხეილ სააკაშვილი

Published on

მიხეილ სააკაშვილმა გერმანული ტელეკომპანია “დოიჩე ველე“-ს კითხვებს უპასუხა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოში პრეზიდენტობის პერიოდს უკავშირდებოდა.მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,  უკრაინის ხელისუფლება ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისი ქვეყნიდან გაძევებას სხვადასხვა უკანონო მეთოდებით ცდილობს.მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში, სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს პოლიტიკური უწოდა და განაცხადა, რომ მისი მმართველობის პერიოდში სასამართლო სისტემა სუსტი იყო, თუმცა ახლა მდგომარეობა ბევრად უარესია.საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უკრაინაში მის პოლიტიკურ მოღვაწეობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი რეზულტატების მიღწევაა.„მაიდნის შემდეგ ვერავინ შეძლო კიევის ქუჩებში ამდენი ხალხის მობილიზება, როგორც ეს ჩვენ შევძელით. საზოგადოების თანადგომის გარეშე ჩვენ ბევრს ვერ მივაღწევთ. იმ დროს როდესაც სასამართლო სისტემა მარცხს განიცდის, არ მუშაობს სახელმწიფო ინსტიტუტები, შენი გზავნილის გავრცელების ერთადერთი გზა ხალხთან ურთიერთობაა. მე შემიძლია დღესვე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში წავიდე. მაგრამ როდესაც ოლიგარქები იმარჯვებენ საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინაში და ზოგადად მსოფლიოში, ჩვენ არ გვაქვს უფლება დავნებდეთ. ეს ადამიანების ამცირებენ ხალხს, არიან კორუმპირებულები, ისინი კლავენ ქვეყნების მომავალსა და პერსპექტივებს. ოლიგარქები ბოლოს მოუღებენ უკრაინას, რადგან ქვეყანა შესაძლოა მალე ნაწილებად დაიშალოს. მე არ შემიძლია დავჯდე ჰოლანდიაში და ამ პროცესებს შორიდან ვუყურო. უკრაინას სჭირდება ცვლილებები,“-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....

ტაქსის მძღოლის დაჭრის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. ვ "გამოძიებით დადგინდა,...

9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ზურაბ მენთეშაშვილი თავისუფალია

9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა. ის გლდანის ციხიდან დღეს, 31 ივლისს გათავისუფლდა. მენთეშაშვილს...

პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსულმა რაკეტამ მათი საჰაერო სივრცე დაარღვია - რაკეტა ხუთშაბათს გამთენიისას პოლონეთის...