მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ საქმეზე, ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ საქალაქო სასამართლოში გამოაცხადა. ურთმელიძემ ქიბარ ხალვაშის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. "რუსთავი 2-ის" წილის 100% მოსამართლე ურთმელიძემ ქიბარ ხალვაშს გადასცა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა საავტორო უფლებებთან დაკავშირებით. საქმეზე, ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, არსებითი განხილვები 19 ოქტომბერს დაიწყო, პირველი მოსამზადებელი სხდომა კი 17 სექტემბერს გაიმართა. მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებით სასამართლო სხდომები კვირაში რამდენჯერმე ინიშნებოდა. საქმის განმხილველი მოსამართლე ძირითად შემთხვევაში არ აკმაყოფილებდა რუსთავი 2-ის და TV საქართველოს იურისტების შუამდგომლობებს. ამავე დროს მოსამართლემ სასამართლო დაბრაზიდან პროცესის დასრულებამდე რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გააძევა. იურისტების რამდენიმე შუამდგომლობის მიუხედავად ურთმელიძე ნიკა გვარამიას პროცესზე დასწრების წინააღმდეგი იყო და შუამდგომლობებს არ აკმაყოფილებდა. რუსთავი 2-ისა და TV საქართველოს იურისტები, ასვე სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორიც მოსამართლე ურთმელიძის აცილებას ითხოვდნენ. ამასთან ნიკა გვარამიამ და კომპანიის იურისტებმა უნდობლობა გამოუცხადეს მოსამართლე ურთმელიძის ნებისმიერ გადაწყვეტილებას.
სიახლეები
სიახლეები
ფოთში კაცმა ცოლი მოკლა
ფოთში კაცმა ცოლი მოკლა შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ...
მსოფლიო
ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა
Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
ძირითადი დეტალები:
მიზეზი:...
მსოფლიო
The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის
გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...
საზოგადოება
ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...