მთავარისიახლეებიკულტურათბილისში, მწერალთა სახლში ჟურნალ „ებგურის“ პრეზენტაცია გაიმართა

თბილისში, მწერალთა სახლში ჟურნალ „ებგურის“ პრეზენტაცია გაიმართა

Published on

გუშინ , 22 იანვარს  თბილისში, მწერალთა სახლში საზოგადოებრივ-სალიტერატურო ჟურნალ „ებგურის“ წარდგენა გაიმართა. ალმანახი დამსწრეთ წარუდგინეს საედაქციო კოლეგიის წევრებმა   ზეინაბ სარიამ და ნიკა ლაშხიამ.
პრეზენტაციაზე მიწვეული იყვნენ თბილისის ლიტერატურული საზოგადოების  –   ლიტერატურისმცოდნეებისა და მკითხველთა ფართო წრის წარმომადგენლები. 
 
 გთავაზობთ ციტატას    შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის მაია ჯალიაშვილის გამოხმაურებიდან ,,ებგურის'' გამოცემაზე, როგორც   მიმდინარე ლიტერატურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტზე :
„ზუგდიდი, როგორც დიდი კულტურული ტრადიციების ევროპული ყაიდის ქალაქი, ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა სალიტერატურო ცხოვრებაში. ვფიქრობთ, ახალი ალმანახი, ორიგინალური და საგულისხმო სახელწოდებით „ებგური“, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თანამედროვე ქართული ლიტერატურული ცხოვრების გამრავალფეროვნებაში.
 
პირველ ნომერში დაბეჭდილი მასალა მოწმობს, რომ სამეგრელოში ნიჭიერი მწერლები ქმნიან დროის შესაბამისი სულისკვეთების მხატვრულ ტექსტებს, მათში მოჩანს როგორც ტრადიციების ერთგულება, ასევე ნოვატორული ძიებები, თამამი ექსპერიმენტები, წყურვილი ენის შენახვისა, დაცვისა და მისი ამოუწურავი შესაძლებლობების გამოვლინებისა. პოეზია, პროზა, თარგმანები, ესეები, მემუარები და სხვა ჟანრის ნაწარმოებები მოწმობენ იმ დიდ პოტენციალს, რომელიც არსებობს და რომელსაც გაზიარება სჭირდება. მკითხველთან დიალოგი კი უფრო მეტ სიცოცხლესა და ენერგიას შემატებს იმ ადამიანებს, რომლებიც ჟურნალის ინტელექტუალურ-ემოციურ სივრცეს ქმნიან. 
დღეს არც ისე განებივრებულნი ვართ სალიტერატურო ჟურნალებით, ამიტომ სასიხარულოა ახალი ალმანახის დაარსება, რომელიც შემოიკრებს არა მხოლოდ სამეგრელოს, არამედ მთელი საქართველოს ნიჭიერ ადამიანებს, ძველსა და ახალ თაობას, შესაძლებლობას მისცემს მწერლებს, სიტყვის საშუალებით გამოხატონ თანამედროვე ტექნოკრატიულ სამყაროში გაუცხოებული ადამიანის ბედი, მისი ტკივილი და სიხარული. მკითხველიც, რომელიც „არა პურითა ხოლო ცხონდება“, არამედ სიტყვით, ლოგოსით, სიხარულით დაელოდება საზრდოს, რომელიც შემოქმედთა ხელით მიეწოდება. დარწმუნებულნი ვართ, ეს ჟურნალი თავის სათქმელს იტყვის, რადგან ვხედავთ მის გარშემო შემოკრებილ პროფესიონალ და პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანებს, რომელთაც სურთ და შეუძლიათ კიდეც საქართველოს სულიერი ცხოვრების გამდიდრება.'' – განაცხადა მაია ჯალიაშვილმა
 
 
 
 
 
 
. 
 
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...