მთავარისიახლეები"არც პოლიტიკოსი ხარ და არც არაფერი" - კობახიძე თამარ ჩუგოშვილს

“არც პოლიტიკოსი ხარ და არც არაფერი” – კობახიძე თამარ ჩუგოშვილს

Published on

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ სიტყვიერი დაპირისპირება იყო ირაკლი კობახიძესა და თამარ ჩუგოშვილს შორის.

საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი დაინტერესდა, მიეცემოდა თუ არა მას კობახიძის მსგავსად 3 საათი საუბრის, “სატელევიზიო მესიჯებისა და ლექციების წაკითხვის” საშუალება. ჩუგოშვილის კითხვამ კობახიძის გაღიზიანება გამოიწვია.

“პოლიტიკოსი რომ იყო, კიდევ გეპატიება ეგეთი რამე. არც პოლიტიკოსი ხარ და არც არაფერი. საკონსტიტუციო კომისიის მდივანი იყავი და ერთ სამუშაო შეხვედრას არ დასწრებიხარ, სირცხვილია. ღირსების ამბავია ეს ყველაფერი”, – მიმართა კობახიძემ ჩუგოშვილს.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით იხილავს. დღეს მხარეები პოზიციებთან დაკავშირებით მოსამართლეების კითხვებს პასუხობენ.

სიახლეები

TI- “ქართულმა ოცნებამ” 93 სიტყვა აკრძალა

"კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"წერს...

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...