მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ-ში წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი გადააყენეს - რა უნდა ვიცოდეთ ამ თემაზე

აშშ-ში წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი გადააყენეს – რა უნდა ვიცოდეთ ამ თემაზე

Published on

აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი კევინ მაკარტი გადაყენებულია. ეს აშშ-ის ისტორიაში პირველად ხდება. მის გადაყენებას მხარი დაუჭირა 216-მა კონგრესმენმა, 210 წინააღმდეგი იყო.

რა უნდა ვიცოდეთ კონგრესის სპიკერის არჩევნებზე – FOX NEWS-ის ჟურნალისტი ნანა საჯაია წერს: 

* პირველი და ყველაზე მთავარი – კონგრესის სპიკერობისთვის კონგრესის წევრობა არაა აუცილებელი;
* კონგრესის ნებისმიერ წევრს შეუძლია კანდიდატის დასახელება;
* აქამდე კონგრესის ყველა სპიკერი კონგრესმენი იყო და გარე კანდიდატი სპიკერი არასდროს გამხდარა;
* ასევე არასდროს გადაუყენებია კონგრესს სპიკერი – დღემდე;
* კონგრესის ორმა წევრმა – ტრო ნილსმა და გრეგ სტუბიმ სპიკერის პოზიციაზე დონალდ ტრამპი უკვე დაასახელეს და ეს საჯაროდ, “ტვიტერზე” გააკეთეს. ტრამპს საჯაროდ ჯერ არ უპასუხია.
* რესპუბლიკელები ამბობენ, რომ კანდიდატს სამშაბათს დაასახელებენ;
* სპიკერის არჩევას 218 ხმა სჭირდება;
* ამჟამად კონგრესში 433 მოქმედი წევრია (2 ვაკანტური ადგილი);
* 221 რესპუბლიკელი;
* 212 დემოკრატი;
* დემოკრატებმა უკვე დაიწყეს მათ კანდიდატზე – ჰაკიმ ჯეფრისზე მუშაობა;

სიახლეები

სახელმწიფო დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატს იყიდის

სახელმწიფო დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატს იყიდის - როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა,...

კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა

კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა."მარიამ ქვრივიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, რაც მას დაეხმარება მომავალში...

თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე...

სუს-ი- დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად,...