მთავარისიახლეებისაზოგადოებარომან გოცირიძე - მოსამართლე, რომელიც დაადასტურებს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს, ხელს მოაწერს ქვეყნის...

რომან გოცირიძე – მოსამართლე, რომელიც დაადასტურებს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს, ხელს მოაწერს ქვეყნის წინაშე ღალატს

Published on

მოსამართლე, რომელიც დაადასტურებს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს, ხელს მოაწერს ქვეყნის წინაშე ღალატს, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძე აღნიშნავს, რომ მოსამართლეები ივანიშვილის გავლენისგან უნდა გათავისუფლდნენ და ისე მიიღონ გადაწყვეტილება.

„იმპიჩმენტი უნდა გამოეცხადოს ირაკლი ღარიბაშვილს, ვინაიდან მან დაარღვია კონსტიტუცია და აუკრძალა ზურაბიშვილს საკუთარი კონსტიტუციური უფლებების შესრულება, სამეცნიერო თეორიულ საკითხებთან დაკავშირებულ კონფერენციებზე წასვლაც აუკრძალა, მაგალითად, პოლონეთში. ეს ფაქტები ადასტურებს, რომ ზურაბიშვილი იძულებული იყო განეხორციელებინა საკუთარი ხარჯებით ეს ვიზიტები, რომელიც იყო ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მოსამართლე, რომელიც დაადასტურებს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს, ხელს მოაწერს ქვეყნის წინაშე ღალატს. ჩვენ ვიცით, რომ ეს მოსამართლეები არიან პარტიულად დაკავშირებული „ქართულ ოცნებასთან“, მათ შორის ერთ-ერთი ჩემთან ერთად ამ პარლამენტში იჯდა ვიცე-სპიკერის სავარძელში. გახსოვთ, ალბათ, გამონათქვამი „იქნებ დედა შეაგინა“. შეიძლება დღესაც თქვას – „იქნებ დედა შეაგინა და ღარიბაშვილი გაბრაზდა და ამიტომ არ უშვებს“. გვახსოვს, ვინ როგორ ინიშნებოდა, მაგრამ მათ უნდა ახსოვდეთ, რომ განუსაზღვრელი ვადით არიან დანიშნულები, ვერავინ გაათავისუფლებს მათ და თავად უნდა გათავისუფლდნენ ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ გავლენისგან, თორემ ხელს არავინ ჩამოართმევს, ისიც გაიხსენონ, აშშ-მა როგორ დაუწესა მათ კოლეგებს სანქცია,“ – განაცხადა გოცირიძემ.

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...