მთავარისიახლეებისამართალისოფო ნიჟარაძე: "ჩანაწერები ფაბრიკაციაა"

სოფო ნიჟარაძე: “ჩანაწერები ფაბრიკაციაა”

Published on

კონტრდაზვერვის დეპარტამენტში სოფო ნიჟარაძის დაკითხვა დასრულდა. მან ჩვენება სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე მისცა. ნიჟარაძე დაკითხვაზე კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მას შემდეგ დაიბარეს, რაც უკრაინული ვებგვერდით გავრცელდა აუდიოჩანაწერი სავარაუდოდ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ნიჟარაძეს შორის. სოფო ნიჟარაძემ დაკითხვიდან გამოსვლისას კვლავ განაცხადა, რომ ჩანაწერები ფაბრიკაციაა და ამ ჩანაწერების ავთენტურობას ეჭვქვეს აყენებს. „ეს არის აბსოლუტურად კომიკური სიტუაცია და ემსახურება ჩემი პიროვნების დისკრედიტაციას. ეს არის სხვადასხვა საუბრების ნაკრები, კარგად გაკეთებული კოლაჟი. ასეთი შინაარსის, მოცემულობის ლაპარაკი საქართველოს პრეზიდენტთან მე არ მახსენდება“, – განაცხადა ნიჟარაძემ. მომღერლის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ კი აღნიშნა, რომ სასცენო არტისტის დაბარება სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე კომიკურია. „სისტემასთან დაკავშირებით არის პრობლემა. ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური უფლებების, დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იკითხება ადამიანი და სახელმწიფოს არ აინტერესებს ფარული მიყურადების ჩამდენი პირების გამოვლენა და დასჯა. ეს არის პრობლემა“, – განაცხადა ბასილაიამ.

სიახლეები

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა — სავარაუდოდ, რეისი თბილისიდან სრულდებოდა რუსეთში, სტავროპოლის...

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...