მთავარისიახლეებიშეიძლება ისეთი საკითხები წარმოიშვას, რომლებზეც მხოლოდ პრეზიდენტს ჰქონდეს პასუხი - 1 საათი...

შეიძლება ისეთი საკითხები წარმოიშვას, რომლებზეც მხოლოდ პრეზიდენტს ჰქონდეს პასუხი – 1 საათი იმპიჩმენტის პროცესამდე

Published on

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით დღეს, 3 ოქტომბერს განიხილავს. არსებითი განხილვა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

გაურკვეველია პრეზიდენტი დაესწრება თუ არა განხილვას. მან ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იქნებიან.

“არ ვიცი მოვა თუ არა, ნამდვილად არ ვიცი, არ შეუტყობინებია. თუ ისეთი საკითხები წარმოიჭრა საქმეში სადაც ჩავთვლით საჭიროდ, რომ უშუალოდ მისგან უნდა მივიღოთ პასუხი, მაშინ შეიძლება ხელახლა მოვიწვიოთ”, – ამბობს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ევა გოცირიძე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავა განმარტავს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, პრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდაც კი, მოითხოვოს მისი დასწრება.

“გასაგებია, რომ იურისტები არიან კვალიფიციურები, გასაგებია, რომ მათ ექნებათ სამართლებრივ საკითხებზე კითხვებზე პასუხები, მაგრამ რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს, კონკრეტულად ვიზიტების შინაარს, იქ განხილულ საკითხებს და სხვა ისეთ გარემოებებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტმა შეიძლება იცოდეს, ამ კითხვებზე ვფიქრობ, რომ ისინი სრულყოფილ პასუხს სავარაუდოდ ვერ გაგვცემენ და თუ სასამართლოს ექნება უკმაყოფილების გრძნობა… ეს საკითხი არის დღის წესრიგში, რომ ჩვენ უნდა განვიხილოთ მთლიანობაში ის ფაქტები, რომლებიც არის კონსტიტუციურ მითითებაში მითითებული. […] წინასწარ ვერ გეტყვით როგორ და რა ფორმით წარმოადგენენ პრეზიდენტის წარმომადგენლები თავიანთ პოზიციას, რამდენად სრულყოფილი იქნება მათ მიერ პრეზიდენტის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე წარმომადგენლობა, მაგრამ მიუხედავად მათი კვალიფიკაციისა, შეიძლება ისეთი საკითხები წარმოიშვას, რომელზეც მხოლოდ პრეზიდენტს ჰქონდეს პასუხი”, – თქვა ტურავამ.

სიახლეები

დიდი ბრიტანეთი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებით შეშფოთებულია – სტივენ დაუთი

საქართველოსთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის პოზიცია უცვლელია - ლონდონი კვლავ აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და...

უკრაინამ ცხრა ქვეყანასთან ერთად ანტიბალისტიკური კოალიცია შექმნა

უკრაინამ ცხრა ქვეყანასთან ერთად ანტიბალისტიკური კოალიცია შექმნა - არსებული ინფორმაციით, ახალი გაერთიანება მიზნად ევროპაში...

„სარფის“ საბაჟოზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ქალი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით...

ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €120 მილიონს გამოყოფს

ევროპის კავშირის საბჭომ 13 ივლისს მხარი დაუჭირა მოლდოვის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად €120 მილიონის გამოყოფას,...