მთავარისიახლეებიჩემი სრული ნდობა ჩემს წარმომადგენლებს საკონსტიტუციოში, თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს -...

ჩემი სრული ნდობა ჩემს წარმომადგენლებს საკონსტიტუციოში, თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს – ზურაბიშვილი

Published on

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იქნებიან.

თუმცა, ზურაბიშვილი არ აკონკრეტებს თავად დაესწრება თუ არა არსებით განხილვას, რომელიც 12:00 საათზეა ჩანიშნული.

“ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში – თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს,” – წერს ზურაბიშვილი.

ჩუგოშვილი პარლამენტის ყოფილი დეპუტატია “ქართული ოცნების” სიით და საიას ყოფილი თავმჯდომარე, კოპალეიშვილი კი საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით დღეს, 3 ოქტომბერს, განიხილავს.

ცნობილია, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან სხდომას ხუთი დეპუტატი დაესწრება, მათ შორის პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ასევე, მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი , თენგიზ შარმანაშვილი და გიორგი კახიანი.

სიახლეები

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...

კიევში რუსებმა მრავალსართულიან სახლს დაარტყეს – დაიღუპა ორი ადამიანი

კიევში მრავალსართულიან შენობაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, -ამის შესახებ უკრაიმული...