მთავარისიახლეებინიკა გვარამია რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელია, რადიკალიზმი ყოველთვის დამარცხდება ჩვენ ქვეყანაში - კალაძე

ნიკა გვარამია რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელია, რადიკალიზმი ყოველთვის დამარცხდება ჩვენ ქვეყანაში – კალაძე

Published on

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახი კალაძე ამბობს, რომ “მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია დიდი ხანია პოლიტიკაშია და პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა. მისივე მტკიცებით, ნიკა გვარამია “რადიკალური ოპოზიციის” წარმომადგენელია და რადიკალიზმი ყოველთვის დამარცხდება.

“გვარამია დიდი ხანია არის პოლიტიკაში და ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: გინდ გვარამია იყოს, გინდ ბუაძე, მელია და ა.შ. არაფერი არ შეიცვლება. ისინი არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ ჰყავთ ერთი პატრონი, და რადიკალიზმი ყოველთვის დამარცხდება ჩვენ ქვეყანაში”, – ამბობს კალაძე.

დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური იმეორებს, რომ ნიკა გვარამია პოლიტიკის მიღმა არასდროს ყოფილა. მისი თქმით, რაც მალე გააკეთებს გვარამია ოფიციალურ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკაშია, უკეთესია.

სიახლეები

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...

ალექსეი ნავალნი ისრის ბაყაყის ტოქსინით (ეპიბატიდინით) მოწამლეს – 5 ქვეყნის მთავრობის განცხადება

(ტაბულა) - ხუთი ევროპული ქვეყნის მთავრობამ 14 თებერვალს ერთობლივად განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი...