მთავარისიახლეებისაზოგადოებაფარცხალაძის საქმეს არ ვსწავლობთ - იოსელიანი

ფარცხალაძის საქმეს არ ვსწავლობთ – იოსელიანი

Published on

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძის საქმეს არ სწავლობს.

მისი თქმით, საქმეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეისწავლიან, თუ რომელიმე მხარე ომბუდსმენის აპარატს, უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით აცნობებს.

“ჩვენთვის არც ერთ მხარეს არ მოუმართავს გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით. თუ ასეთი მომართვა იქნება და დადასტურებულად იქნება ვინმეს უფლების შელახვა, ბუნებრივია, ჩვენ ამ საქმის შესწავლას დავიწყებთ. ამ ეტაპზე ჩვენ ამ საქმეს არ ვსწავლობთ, უბრალოდ, როგორც რიგითი მოქალაქე თვალ-ყურს ვადევნებ, თუ იქნება დაინტერესებული მხარე და შემოიტანს განცხადებას, სადაც ისაუბრებს მისი უფლების დარღვევის შესახებ, ჩვენ ამ საქმეს შევისწავლით”. – თქვა ლევან იოსელიანმა, რომელიც სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით, ენგურის ხიდზე იმყოფებოდა.

სიახლეები

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...

ინგირში 24 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა

13 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ინგირში მომხარ სისხლიან დაპირისპირებასთან დაკავშირებით, მიმალვაში მყოფი ელგუჯა ძაძუა...

იმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო

შსს-ს ინფორმაციით, იმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო. დაკავებულია...