მთავარისიახლეებიმსოფლიორეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთის შეიარაღებული ძალები სირიიდან გაქცეულ ტერორისტებს დაედევნებიან

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთის შეიარაღებული ძალები სირიიდან გაქცეულ ტერორისტებს დაედევნებიან

Published on

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სირიის ტერიტორიიდან გაქცუელ ტერორისტებს დაედევნებიან.
 
„ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობენ ტერორისტები დამალვას. ისინი გაქცევას შეეცდებიან, ჩვენ კი მათ დავედევნებით. თურქეთის შეიარაღებული ძალები აფრინში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას უახლოეს ხანში დაასრულებენ”, – განაცხადა ერდოღანმა.
 
თურქეთის გენშტაბში სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გუშინ განაცხადეს, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა დღეს ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაცია ოთხი ეტაპისგან შედგება და ის აფრინის შიგნით 30 კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონის მოწყობას ითვალისწინებს.
 
თურქეთის არმია აფრინში დაბანაკებულ სირიელი ქურთების დაჯგუფებებს უტევს, რომლებსაც ანკარაში „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ კავშირში სდებენ ბრალს.

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...