მთავარისიახლეებიმსოფლიოომის 580-ე დღე: სად რა ხდება უკრაინაში

ომის 580-ე დღე: სად რა ხდება უკრაინაში

Published on

მძლავრი აფეთქება და დეტონაცია მოჰყვა რუსეთის არმიის საბრძოლო მასალების საწყობში “მოფრენას”, ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის ქალაქ სოროკინოში, რომელიც ფრონტის ხაზიდან 225 კმ-ითაა დაშორებული. წინასწარი ინფორმაციით, საწყობი, რომელიც უკრაინელებმა ააფეთქეს, ერთ-ერთი უდიდესი იყო ლუგანსკის ოლქში.

ქალაქ კურსკში მდებარე სამხედრო აეროდრომ “ხალინოს” უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა შეუტიეს. ამ ტერიტორიაზე ჟდანოვის სახელობის მე-14 გვარდიული, გამანადგურებელთა ავიაპოლკის სამმართველო მდებარეობს.

სამიზნე სწორედ სამხედრო-ადმინისტრაციული შენობები იყო. ცნობისთვის: მე-14 ავიაპოლკს ამ ავიადრომზე Су-30СМ-ები ჰყავს ბაზირებული. დარტყმის შედეგად დაიღუპნენ/დაშავდნენ:

მე-14 ავიაპოლკის მეთაური, მისი ერთ-ერთი მოადგილე, ოფიცერ-ავიატორთა ჯგუფი; ФСБ-ს სამხედრო კონტრდაზვერვის წარმომადგენელი, აეროდრომის რამდენიმე მუშაკი. დაჭრილთა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. 

უკრაინაში მებრძოლო ქართველი პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე, რომელიც უკრაინის უშიშროების სპეციალური ოპერაციების ძალების თანამშრომელია, განმარტავს, რატომ დაიღუპა კურსკთან მდებარე აეროდრომზე ათზე მეტი ოკუპანტი, მათ შორის, ავიაპოლკის მეთაური (ამის შესახებ ‘თაიმერი” დღეს წერდა):

“მოკლედ კურსკის აეროდრომთან , ჩვენი “ჩიტი” რებ-ის საშუალებით (რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები,-რედ.) გათიშეს და დასვეს. ხოდა შეიკრიბა იქაური ფსბ-ე და პოლკის მეთაურმა დაიწყეს ამ ჩვენ ჩიტთან სელფაობა. ეს ჩვენ ჩიტი გაჯეჯგილი იყო ასაფეთქებელი ნივთიერებით ,კერძოდ პლასტიდით (С-4), პლიუს ისეა გაკეთებული რომ ჩამოგდების შემთხვევაში გარკვეული დროის მერე თვით განადგურების რეჟიმი ირთვება(კუჭი ეშლება) ხო და ჩვენი ჩიტიც აფეთქდა და ამ მოსელფავე ფეესბეშნიკების ტრუპებს ეხლაც კი ეზიდებიან, მათ შორის ამ 14 პოლკის მეთაურის”, – წერს ვანო ნადირაძე.

რამზან კადიროვმა მისი შვილის მიერ ნიკიტა ჟურაველის ცემის კადრები გამოაქვეყნა ნიკიტა ჟურაველმა ყურანი დემონსტრაციულად დაწვა, რის გამოც მას რამზან კადიროვის შვილი ადამ კადიროვი ფიზიკურად გაუსწორდა. ამ დროისთვის ნიკიტა ჟურაველი სასჯელს იხდის. რამზან კადიროვის თქმით, რუსეთში პუტინის მიერ მიღებული კანონი მოქმედებს, რომლისთანახმადაც ნებისმიერი წმინდა წიგნის დაწვა დასჯადი ქმედებაა.

СБУ-მ დააკავა ნარკომოვაჭრე, რომელიც სპეცკაფსულებში დაფასოებულ კოკაინს ყლაპავდა ნარკომოვაჭრეს კოკაინი ლათინური ამერიკიდან ამ გზით შემოჰქონდა – მას მუცელში, ერთჯერადად, 500 გრამი, ანუ 3,5 მილიონი გრივნის (დაახლოებით 95.000 აშშ დოლარი) ღირებულების კოკაინი გადმოტანა შეეძლო. ▫️“ბიზნესი” სუმის ოლქში მცხოვრები კრიმინალი ქალის იდეა იყო, რომელსაც თანამოაზრეები ჰყავდა. აწყობილი სქემის მიხედვით, ჯგუფის წევრები ლათინური ამერიკის ერთ-ერთ ქვეყანაში ჩადიოდნენ, კოკაინის ყიდვის შემდეგ მას სპეცკაფსულებში ათავსებდნენ, ყლაპავდნენ და უკრაინაში ამ გზით შემოჰქონდათ. უკრაინაში შემოსვლამდე, ტრანზიტულად, კოკაინი რამდენიმე ევროპულ ქვეყანას გაივლიდა და საბოლოოდ, ოდესაში ხვდებოდა. დაკავებულია სამი პირი, რომლებსაც 10 წლიანი სასჯელი ემუქრებათ.

სიახლეები

პუტინი არის მტაცებელი, კაციჭამია ჩვენს კარიბჭესთან, არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილოები-მაკრონი

2007-2008 წლებიდან მოყოლებული პრეზიდენტი პუტინი იშვიათად ასრულებდა ვალდებულებებს. ის მუდმივად იყო დესტაბილიზაციის გამომწვევი ძალა...

ტრამპი- [რუსებმა] ყირიმი წაიღეს ობამას დროს, საქართველოს ნაწილი – ბუშის, ჩემ დროს არაფერი

როდესაც ბარაკ ჰუსეინ ობამამ ყველაფერი დათმო, მან უთხრა მათ , უბრალოდ დათმეთ. არ იქნება...

51 დეპუტატი- თუ საქართველო კურსს არ შეიცვლის, ევროსაბჭოდან მის გაძევებას მოვითხოვთ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატი წერილობით დეკლარაციას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ თუ საქართველო კურსს...

კობახიძე რიჟვაძეზე-პირდაპირი კომუნიკაცია არ მქონია, ტელეფონი არ აქვს

ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიხიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან...