,,აქედან ვერ ამოშლით”: მიხეილ სააკაშვილის ,,შლიგინი” მთასა და ბარში

0
480
დღეს  საქართველოს ოთხივე სამთო კურორტზე – გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე „თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნება. 
 
 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ინფორმაციით, „თოვლის მსოფლიო დღე“ მასშტაბური ღონისძიებაა და მასში 45 ქვეყანა მონაწილეობს, რომლის მიზანიც არის ახალგაზრდებში ზამთრის სპორტის პოპულარიზაცია და ჩართულობის გაზრდა.
 
როგორ აშენებდა მიხეილ სააკაშვილი  კურორტებს, რომლითაც  დღევანდელი პლაგიატობისკენ მიდრეკილი ხელისუფლება ხალხის გულმავიწყობის იმედით იწონებს თავს და უხერხულობას არ უქმნის ის, რომ უკრაინამდე ჩასდია ამა საქმეთა მოქმედს.  
 
გთავაზობთ ფრაგმენტებს  ზათრისა და სხვა კურორტების მშენებლობის სააკაშვილის ეპოქის დოკუმენტებიდან, რომელთაც ხალხის მეხსიერება ( ,,იქიდან ვერ ამოშლით'')  ავსებს. 
 
 ფრაგმენტები მშენებლობის  ქრონოლოგიას მისდევს :
 
,,ქვეყანას 5-6 წელიწადში ზამთრის ათი და რამდენიმე სათხილამურო კურორტი ექნება. ფოთშიკი ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აეროპორტი აშენდება, რომელიც 2012 წელს ამოქმედდება''.
 
,, ბაკურიანში მშენებლობა მკაცრ კოტროლზეა აყვანილი, რათა არ მოხდეს ის, რაც გუდაურში მოხდა. გუდაურში ქაოტური მშენებლობის დაშვება, რაც , მთავრობის სისუსტე იყო.  სანამ მთავრობა თბილისში უკანონო მშენებლობებს ებრძოდა, გუდაურში ძალიან დიდი ფართობი არასწორად იქნა ათვისებული – აშენდა საცხოვრებელი სახლები, სადაც ხალხი ან საერთოდ არ ადის, ან თუ ადის – თვეში ერთხელ. თუმცა, დარჩენილი ფართობის ათვისება და განვითარება არც ახლაა გვიან; გუდაურის მთის მეორე მხარეს კი შესაძლებელია ახალი საბაგიროების დამონტაჟება.  რაც შეეხება ბაკურიანის ახალ სათხილამურო ტრასას, ის სხვა ქვეყნების კურორტების ტრასებს არაფრით  ჩამოუვარდება.''
 
"ამ კურორტებზე ქაოტურად აღარაფერი მოხდება. ჩვენ ყველას შევუწყობთ ხელს და უფროგაიშლება მშენებლობა, ვიდრე აქამდე, იქნება მაქსიმალურად ლიბერალური რეჟიმი, მაგრამყველაფერი იქნება მოწესრიგებული. მინდა, რომ საქართველოში ვაშენებდეთ არა ახალ საბჭოთაკურორტებს, არამედ ახალ დავოსებს, ახალ სენტმორისებს. ამაში გაზვიადებული არაფერია"
 
,, მაღალმთიანი სვანეთი საკურორტო ზონად უნდა იქცეს, ამ მიზნით დაგეგმილია  სამუშაოები მესტიასა და ჭუბერში. სვანეთი არც ისე შორსაა, როგორც გვგონია. თბილისიდან ზუგდიდამდე ჩასვლას ახალიავტობანით 2 საათი და 20 წუთი დასჭირდება, ზუგდიდიდან მესტიამდე – 2 საათი, ხოლო ჭუბერამდე – 1 საათი", -აღნიშნა მან.
 
,, მესტია ერთ-ერთი საუკეთესო კურორტია ევროპაში და მას ტურისტისთვის ბევრი სერვისის შეთავაზება შეუძლია.
მიმდინარე წელს მთავრობის ამოცანაა მესტიაში ძველი საბაგიროს აღდგენა, ახალი საბაგიროს აშენება, ოლიმპიური ზომის ღია საციგურაო მოედნის მოწყობა და უშბის პლატოს კარგად შესწავლა.''
"მესტიაში არის ის, რაც არის ძალიან ცოტა ადგილებში ევროპაში, ეს არის საზაფხულო- სათხილამურო ტრასა – უშბის პლატო, რომელიც ოლიმპიური ზომისაა. ამ ზომის ოლიმპიურიტრასა ერთადერთია ევროპაში,  პარალელურად ვითარდება ანაკლიის კურორტი, რომელიც მესტიიდან 1,5-2 საათის სავალზეა და მესტიაში ჩასულ ტურისტს ზღვაზე ჩავლის საშუალებაც ექნება.''
 
პრეზიდენტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მესტიის შიდაგზების დასრულება, გზის ჭუბერამდე მიყვანა და წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებადაავალა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარების შედეგად, უახლოეს ხუთ წელიწადში ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა გახუთმაგდება.
 
პრეზიდენტის განცხადებით, გუდაური არ არის საზაფხულო კურორტი, რადგან ის ალპურ ზონას მიეკუთვნება, მესტიაში კი საუკეთესო ჰავაა. მისი თქმით, მესტიაში დიდი კულტურულიპოტენციალია (X-XI საუკუნის 100-ზე მეტი კოშკია) და დამსვენებლებისთვის ამ მხრივაც საინტერესო იქნება.
 
"უნიკალური საგანძურებია მუზეუმებში არა მხოლოდ მესტიაში, არამედ უშგულშიც", – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. იგი სამთო-სათხილამურო კურორტებზე კვების პრობლემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ზამთრის არც ერთ კურორტზე ეს საკითხი სათანადოდ არ არის განვითარებული, ხოლო მესტია, მისი თქმით, ამ მხრივაც ძალზე პერსპექტიულია.
 
ასევე პერსპექტიულ კურორტად მიიჩნევს მიხეილ სააკაშვილი ჭუბერსაც, რადგან, მისი განცხადებით, ჭუბერი მონაცემებით – მზიანი დღეებისა და თოვლის რაოდენობით, სასრიალო ადგილების მოცულობით, გუდაურსაც სჯობს.
პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სვანეთში მშვიდი და სტაბილური მდგომარეობაა, არადა ერთ დროს კრიმინალთა თავშესაფრად იყო ქცეული. მისი თქმით, დღეს ყველაზე ღარიბი რეგიონი, მალე უმდიდრეს ადგილად უნდა გადაიქცეს.
 
"ადრე სვანეთი აფრასიძეებზე, კრიმინალებზე გადაცემული ადგილი იყო. დღეს თბილისში ზოგიერთებს სწყინთ კიდეც, რომ ეს ადამიანები დავიჭირეთ და ისინი პოლიტპატიმრების სიაში შეიყვანეს. როგორ არ ვთქვა უხეშად იმ ხალხზე, ვინც ამას გვიკეთებს? ე.წ პოლიტიკური ელიტიდან ზოგიერთის ასეთი დამოკიდებულება ინცესტს მახსენებს. შეიძლება საკუთარ ქვეყანას ასე ეპყრობოდე?!" 
 
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს კურორტები არა მარტო შიდა მოხმარების უნდა იყოს, არამედ ტურიზმი მთავარი შემოსავლის წყარო უნდა გახდეს.
 
მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ქუთაისში უახლოეს 3-4 წელიწადში 300 ათასი ადამიანი იცხოვრებს, ამდენივე – ბათუმში, ხოლო 150 ათასი – ფოთში. შესაბამისად, აღნიშნულ კუთხეებში იმდენივე ადამიანი იქნება, რამდენიც მთლიანად თბილისში. 
 
როგორც იტყვიან, ასე იყო ეს ამბავი. და რა გვაქვს დღეს ახალი და ექსკლუზიური ოცნებას გადაყოლილებს ოლიგარქის დენდროლოგიური ვნებების გარდა? 
 

 
 
 
წინა სტატიამეუფე გრიგოლი: ეს მთელი ეკლესიის დიდი სირცხვილია
შემდეგი სტატიასოფლის შიდა პრობლემების მოგვარების მიზნით სოფელ ოდიშში აქცია გაიმართა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური