მთავარისიახლეებიმსოფლიოერევნის ცენტრში სროლის ხმები ისმის, რუსეთის საელჩო ბლოკირებულია (ვიდეო)

ერევნის ცენტრში სროლის ხმები ისმის, რუსეთის საელჩო ბლოკირებულია (ვიდეო)

Published on

ერევნის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი დემონსტრანტები, რომლებიც ნიკოლ ფაშინიანს მოალატეს უწოდებენ ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული მისი პასიურობის გამო, შენობაში შეჭრას ცდილობენ. 

შენობასთან მობილიზებულია სპეცრაზმი, დაიწყო სეტაკება დემონსტრანტებსა და ძალოვნებს შორის, რასაც ხმოვანი ყუმბარების აფეთქება მოჰყვა. პარლამენტის შენობის სახურავზე სნაიპერები არიან განთავსებული. 

პარალელურად, ფაშინიანის მომხრეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ყარაბაღის კონფლიქტის განახლება რუსეთის მიერაა ინსპირირებული, რუსეთის საელჩოს შენობასთან შეიკრიბნენ და ყარაბაღის წინააღმდეგ აგრესიის შეწყვეტას მოითხოვენ. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის შეიარაღებული ძალების იმ სამხედრო მოსამსახუეებს, რომლებიც ყარაბაღში იმყოფებიან, იარაღის დაყრისა და დანებებისკენ მოუწოდებს, თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში არ არიან წარმოდგენილი სომხეთის შეიარაღებული ძალები.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა, გაეროს გენენსამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ერევნისგან პირობის შესრულებას ელოდება: “ველოდებით ერევნის მიერ დადებული პირობის შესრულებას და ზანგეზურის დერეფნის გახსნას”, – თქვა ერდოღანმა.

სიახლეები

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...

დღეს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, წელს პირველად სკოლის მოსწავლეების ნაწილი ვალდებულები ხდებიან, სასკოლო ფორმები ატარონ

დღეს, 15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ცნობილია, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში...

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...