მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინაში მიმდინარე ვიზიტების ფარგლებში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხზე საუბარი არ...

უკრაინაში მიმდინარე ვიზიტების ფარგლებში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხზე საუბარი არ ყოფილა – აცხადებს ირაკლი კობახიძე

Published on

უკრაინაში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში გამართულ არც ერთ შეხვედრაზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირების საკითხზე საუბარი არ ყოფილა – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.  უკრაინის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ და დასძინა, რომ ეს საკითხი არ დადგება  უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზეც
 
”ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით. არც ერთ შეხვედრაზე ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი არ გვქონია. ჩვენთვის ეს საკითხი პოლიტიკური თვალსაზრისით არ არის აქტუალური. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს სამართლებრივ ჭრილში. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ეს უნდა იყოს ჩვენი შეხვედრების განხილვის საგანი”, – განაცხადა კობახიძემ.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...