მუხთარლის საქმე არის თემა, რომელსაც ვერ გადაფარავ რაიმე იაფფასიანი პიარაქციით, ეს თემა არავის დაავიწყდება, – ამის შესახებ ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის ეთერში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მუხთარლის საქმეზე პრობლემების აღიარება იქნებოდა სწორი, თუმცა პოლიტიკოსების დამოკიდებულება იყო სხვაგვარი. ”მაშინვე ვთქვი, რომ მუხთარლის თემას სასწრაფოდ უნდა მივცეთ რეაქცია. ეს არის თემა, რომელსაც ვერ გადაფარავ რაიმე იაფფასიანი პიარ აქციით. ეს თემა არავის დაავიწყდება. პოლიტიკოსებს რატომღაც ასეთი დამოკიდებულება აქვთ, რომ არაუშავს დაავიწყდებათო. რა თქმა უნდა მუხთარლის საქმეზე პრობლემების აღიარება იქნებოდა სწორი, თუმცა, როგორც ყოველთვის, დამოკიდებულება იყო, რომ არა უშავს. მაშინ მართლაც ისეთი რაღაცეები თქვეს პოლიტიკოსებმა, მართლა გადაფარეს საკუთარი ოდიოზურობით ეს ტრაგედია. მე სწრაფ პასუხს ამ საქმეზე აღარ ველოდები, რადგან იმ ადამიანებმა, ვისი პოლიტიკური ლოგიკაც სირაქლემას პოზას ჰგავს, ასეთი აზროვნების ლოგიკა არასდროს იძლევა პასუხებს. ამ ლოგიკით, რომელ მნიშვნელოვან საქმეზე მივიღეთ პასუხი, მათ შორის იმ საქმეებზე, რომლებზეც წინა ხელისუფლების პერიოდში ვსაუბრობდით”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
სიახლეები
სიახლეები
მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...
საზოგადოება
NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...
სიახლეები
კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე
ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...
სიახლეები
საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...