მთავარისიახლეებიპოლიტიკამარგველაშვილის თქმით, სწორედ სააკაშვილია იმ სისტემის შემოქმედი, რომელმაც მას ეს არასწორი ბრალი...

მარგველაშვილის თქმით, სწორედ სააკაშვილია იმ სისტემის შემოქმედი, რომელმაც მას ეს არასწორი ბრალი წარუდგინა

Published on

მარგველაშვილის თქმით, სააკაშვილის გასამართლება არასწორი კვალიფიკაციით ხდება:„თუ მე ვიცი, რომ შენ სახლი გაქურდე და ამისთვის ვერ გასამართლებ, ამის მაგივრად არ უნდა გაგასამართლო მანქანის გაქურდვაზე. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, სხვა რამე უკვე არის სამართლებრივი პრინციპიდან გადახვევა. მეორე საკითხია ის რომ სისხლის სამართლით ვერ ასამართლებ ისეთ საქმეზე რაც არ არის სისხლის სამართლის კოდექსით გაწერილი. ადამიანს აქვს მორალური, პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომლებიც ხშირად ემთხვევა და ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს. შეწყალება არის უფლება, რომლის ბოროტად გამოყენებაც არსად არაა სისხლის სამართლის კოდექსში აღწერილი. მათი ლოგიკაა, თუ დამნაშავეა, მაშინ გავასამართლოთ რა მუხლითაც მოვახერხებთ, არა ჩემო კარგო, შენ როდესაც პრეზიდენტს გაასამართლებ ისეთი მუხლით რომელიც არ არის გაწერილი შენ არღვევ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს. მე ვთვლი, რომ ეს ბრალდება არის სამარცხვინო ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის.“- განაცხადა პრეზიდენტმა.მარგველაშვილმა მისი წინამორბედის შესაძლო შეწყალებაზეც ისაუბრა, მარგველაშვილის თქმით, შეწყალების აქტი სასამართლოს შეცდომების გამოსწორებას არ ემსახურება, არამედ ადამიანის მიმართ ანგარიშის გაწევა და წყალობაა. როგორც მარგველაშვილმა განაცხადა სწორედ სააკაშვილია იმ სისტემის შემოქმედი, რომელმაც მას ეს არასწორი ბრალი წარუდგინა, ამიტომ მის მიმართ ანგარიშის გაწევის და წყალობის ემოცია არ უჩნდება:„მე რა როლი უნდა ვითამაშო? პროკურატურას ვერ გაურკვევია ბრალი როგორ წააყენოს და როგორ ჩამოაყალიბოს გამოძიება, მოსამართლეს ვერ გაურკვევია ზღვარი, შეწყალების უფლების გამოყენებასა და შეთქმულებას, ქრთამსა და დანაშაულის დაფარვას შორის და ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდეს და შეწყალებით გაასწოროს შეცდომები? მე შეწყალებით სასამართლოს შეცდომებს არ ვასწორებ, ეს არის წყალობა, ადამიანისთვის ანგარიშის გაწევის აქტი. სააკაშვილი, რომელმაც ეს სისტემა ააგო, პროკურატურა და სასამართლო თავისი ამ ტრადიციებით, რომელიც არაფრით არ დაინგრა, ამის შემდეგ მე მის მიმართ რა ემოცია უნდა გამიჩნდეს? ეს ლმობიერების გამოჩენაა და სააკაშვილი არ მეცოდება ამ შემთხვევაში.“- განაცხადა პრეზიდენტმა. 

სიახლეები

CBS News: ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორების წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს

CBS News-ი ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა...

ტრამპის ადმინისტრაციამ კიტ კელოგი ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებიდან მოხსნეს

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგი, ომის დასრულებაზე მაღალი დონის მოლაპარაკებებიდან,...

ოკუპანტებმა ხერსონზე მასირებული იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი

რუსი ოკუპანტები ხერხონის ოლქზე მასირებული იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი...