მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ისევ პუტინს მიაწექი!" - ეკა კვესიტაძის რჩევა გიორგი გაბუნიას

“ისევ პუტინს მიაწექი!” – ეკა კვესიტაძის რჩევა გიორგი გაბუნიას

Published on

“მტავარი არხის” ჟურნალისტი, ერთ-ერთი მთავარი სახე, საავტორო გადაცემის წამყვანი ეკა კვესიტაძე გიორგი გაბუნიას გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა:

“ჩემი ძალიან მოკლე რჩევა გიორგი გაბუნიას – ისევ პუტინს მიაწექი!
ვრცელ მკაფიო პასუხს ჩემთვის სრულიად მიუღებელ მის განცხადებებზე მოისმენთ ჩემი გადაცემის მონოლოგში. აი, ასე ვხნით ახალ სეზონს – დღეს 22:00 საათზე”, – წერს ეკა კვესიტაძე და კომენტარებში, შეკითხვის პასუხად, ასევე ამატებს, რომ არანაირ ტაშს არ დასწრებია. 
შეგახსენებთ, გიორგი გაბუნიამ “სხვა შუადღის” ეთერში არხის სარედაქციო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ “მთავარ არხს” “ნაცების ტელევიზიას” უსაფუძვლოდ არ ეძახდნენ და დაამატა, რომ მთავარი არხი “ნაცების ტელევიზია” აღარ არის:
“ნაცების ტელევიზია აღარ ვართ ნამდვილად, თუმცა, ის იარლიყი, რომ ნაცების ვიყავით, ტყუილად არ გვქონდა აკრული… როცა ტელევიზიის ჟურნალისტებს და წამყვანებს ვუთხარი, რომ არ ხართ ვალდებული, ვინმეს მითითებები გაითვალისწინოთ, თქვენ რასაც და როგორც ჩათვლით საჭიროდ, ისე გააშუქეთ-მეთქი, ნიუსრუმში მთელი ჟრიამული და ტაში იყო…” – თქვა გიორგი გაბუნიამ “მთავარი არხის” სარედაქციო პოლიტიკაზე საუბრის დროს. 
გიორგი გაბუნიას განცხადებას, ეკა კვესიტაძის გარდა, გამოეხმაურა “მთავარი არხის” ყოფილი სახე და ვებგვერდის ყოფილი მთავარი რედაქტორი თათა ჩიკვილაძე:
“გიორგი გაბუნიას გამოსვლაზედ:
რა საჭირო იყო, კოლექტიური კობახიძეების გაძლიერება ახლა და ამ წუთას, გაუგებარია.
და თუ ისე იყო, როგორც არხის
დირექტორმა ილაპარაკა, რატომ გადაღებაზე გასულ ჟურნალისტებს არ იცავდნენ და უკეთ არ შეამზადებდნენ თავდასხმებისთვის?!
ვის რა ყიჟინა ჰქონდა, ეგ არ ვიცი.
რაც ტვ-ში აღარ ვარ, თვლით ჩავრთე ის მართლა შავი ყუთი. ვერავისთან ვასოცირდები.
ჰოდა, სხვისი არ ვიცი და ჩემი სათქმელი შემდეგია:
არასდროს არც ერთ პარტიულ
ტიპს არ განუსაზღვრავს რა მეთქვა ან არ მეთქვა!
სარედაქციო პოლიტიკაც მაშინ შემოდიოდა ჩემ საქმეში, ბესელია, კუკავა, ბურჯანაძე და მსგავსი ხალხი რომ უნდა მოსულიყო ეთერში, რასაც ვაპროტესტებდი გუნდის შიგნით და მერე წამოვედი კიდეც.
თავის მართლებას ვერავისთან დავიწყებ, მე ვიცი მე რას ვაკეთებდი და როგორ, და ეს მაკმაყოფოლებს.
ამიტომ,
რასაც ეთერში ვლაპარაკობდი იყო ჩემი ნაფიქრი, დაწერილი, გადმოცემული, ყოველგვარი ჩასწორება-შელამაზებების გარეშე!
მსგავსადვე ვფიქრობ და ვფიქრობდი იქ მისვლამდეც, იქ მუშაობის 2 წლამდე დრო და ახლაც, რომ ქოცობა ავთვისებიანი დაავადებაა.
P.S. ვისაც გვჯეროდა
და გვჯერა, იმ ხედვის და პოზიციის, რაც მქონდა და მაქვს, უაზრო წამოყრანტალებაზე პარტიულობასთან დაკავშირებით,
მამუკა მდინარაძეც გამიჩუმებია და ჩვეულებრივი მოქოცო ელემენტიც, მარტივი მიზეზით – პარტიულად არასდროს ჩამითვლია თავი, არც ოდესმე ვყოფილარ”, -დაწერა თათა ჩიკვილაძემ “ფეისბუქზე”. 

სიახლეები

კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა მთავრობასთან იყო შეთანხმებული

ირაკლი კობახიძე ისევ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მთავრობასთან შეთანხმებით გავიდა. ამის შესახებ მან...

დიდი იმედი მაქვს, რომ იგი შეცდომაშია შეყვანილი – ვოლსკი ღარიბაშვილზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "უბადრუკ წერილს" უწოდებს  - "ოცნების" წევრი ამბობს, რომ...

წლების მანძილზე კობახიძე ცილს მწამებდა – ირმა ინაშვილი

“ვინაიდან ბევრი ადამიანი მწერს, ფრაგმენტულად ვპასუხობ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ ვამბობ: არანაირი კამპანია არც სოციალურ...

მე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ განცხადებაზე – კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

“მე ვნახე ეს განცხადება. არ ვიცი რაზეა საუბარი, მე ვიცი ერთ რამ, რომ არის...