მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩოხატაურში, ენმ-ის წევრებზე თავდამსხმელებს ბრალი ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე წარუდგინეს

ჩოხატაურში, ენმ-ის წევრებზე თავდამსხმელებს ბრალი ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე წარუდგინეს

Published on

საქართველოს პროკურატურამ ჩოხატაურში, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 სექტემბერს, დაბა ჩოხატაურში, ბრალდებულებმა ჯგუფურად ძალადობა განახორციელეს.

ოთხივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.” ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, ჩოხატაურში თავს ენმ-ის წევრებს დაესხნენ. თავდასხმა 3 სექტემბერს მოხდა. დავით მჟავანაძეს და პარტიის სხვა წარმომადგენლებს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ისინი ნოდარ დუმბაძის სახელობის პარკის გასხვისების საკითხს აპროტესტებდნენ და საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ. ენმ-ში აცხადებენ, რომ ძალადობა “ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის ორგანიზებულია და მასში სწორედ მასთან დაახლოებული პირები მონაწილეობდნენ.

მომხდარის შედეგად, სხეულის დაზიანებები მიიღო მჟავანაძემ. ის გუშინ დაზარალებულად ცნეს.

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...