მთავარისიახლეებისაზოგადოებადადის და კაციშვილმა არ იცის, იქ რას ლაპარაკობს - ზარქუა პრეზიდენტზე

დადის და კაციშვილმა არ იცის, იქ რას ლაპარაკობს – ზარქუა პრეზიდენტზე

Published on

“დადის და კაციშვილმა არ იცის, იქ რას ლაპარაკობს. აქ მოვისმინეთ, რომ თურმე საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს,” – ეს განცხადება “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუა პრეზიდენტის ევროპულ ტურნეს და იმპიჩმენტის წამოწყებას ეხმაურება და აღიარებს, რომ მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილის ქმედებებს და ასევე მის განცხადებებს ვერ აკონტროლებს.

ზარქუა დარწმუნებულია, რომ იმპიჩმენტის საკითხით პრეზიდენტთან “ნაციონალური მოძრაობა” ივაჭრებს.

დადის და კაციშვილმა არ იცის, იქ რას ლაპარაკობს. აქ მოვისმინეთ, რომ თურმე საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მაშინ, როდესაც ამ განწყობით, ამ მიდგომით ქალბატონი პრეზიდენტი აანონსებს ევროპულ ვოიაჟს, მიუღებელია, ამას ვერ გავატარებთ. როგორ დაიწყება ახლა ვაჭრობა, აბა, გამოუშვი სააკაშვილი და მხარს არ დავუჭერთ, თუ არ გამოუშვებთ – მხარს დავუჭერთ და ჩამოგაგდებთ, შემჩნეულები არიან ეს ხელმოცარულები ამაში,“ – ამბობს ირაკლი ზარქუა.

სიახლეები

ბურჭულაძეს გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის გაუფორმდება საპროცესო

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის...

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელი საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ახალი დროებითი ხელმძღვანელი ჰყავს. საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში აშშ-ს...

პურის გარკვეული სახეობები 5- 10 თეთრით გაძვირდა

პურის გარკვეული სახეობები 5-10 თეთრით გაძვირდა ინფორმაციას BPN ავრცელებს და წერს, რომ გარკვეულ სუპერმარკეტში...

ზელენსკის თქმით, ტრამპის წარმომადგენლებმა უთხრეს – “რუსები მოლაპარაკებისთვის მზად არიან”

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებისგან მიიღო გზავნილი, რომ "რუსები მოლაპარაკებებისთვის მზად...