მთავარისიახლეებიუკრაინასანამ ღარიბაშვილი პოროშენკოსგან პასუხს ელის, უკრაინაში აქტიურად განიხილება გენერალური პროკურორის...

სანამ ღარიბაშვილი პოროშენკოსგან პასუხს ელის, უკრაინაში აქტიურად განიხილება გენერალური პროკურორის პოსტის მიხეილ სააკაშვილისათვის შესაძლო შეთავაზების საკითხი.

Published on

სანამ პრემიერ მინისტრი ღარიბაშვილი თავის წერილზე პასუხს ელის, უკრაინაში აქტიურად განიხილება უკრაინის გენერალური პროკურორის პოსტის მიხეილ სააკაშვილისათვის შესაძლო შთავაზების საკითხი. უკრაინელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პოროშენკოს უკვე გადაწყვეტილი აქვს დაითხოვს უკრაინის ამოქმედი გენერალური პროკურორი შოკინი, რადგან ოლიგარქებტან გადამწყვეტი ომი იწყება  და შესაძლოა ეს პოსტი მიხეილ სააკაშვილს შესთავაზოს. ექსპერტების მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტი, რომ დაკავებულია ოლიგარქი კორბინი, რომელიც არაერთგზის ამხილამ იხეილ სააკაშვილმა როგორც ერთერთი პოლიტიკური მძარცველი.   ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პოროშენკოს დიდი ხანია სააკაშვილის ოდესიდან კიევში გადაყვანა სურს, თუმცა მაინც ფიქრობენ, რომ თავად საააკაშვილი არ ისურვებს ოდესის დატოვებას და აქედან გამომდინარე გენპროკურორის პოსტზე შესაძლოა დავით საყვარელიძის კანდიდატურა დადგეს. 

საზოგადოება თვლის, რომ შოკინის დათხოვნა  გადაწყვეტილია და რომ ამ პოსტზე სააკაშვილის დანიშვნა პოროშენკოს გუნდის რეიტინგს მნიშვნელოვნად აამაღლებს, რადგან სააკაშვილი მოსახლეობის მიერ ოლიგარქითა წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში აღიქმება.  ისინი საპროგრამო სიტყვად აფასებენ სააკაშვილის გამოსვლას ტელეკომპანია "1+1" ის შაბათის გადაცემაში , რომელიც უკრაინის ძველსა და ახალ ხელისუფლებაში ფეხმოკიდებული ოლიგარქების შეკვეთით პირდაპირ ეთერიდან გათიშეს, მაგრამ მისი გაცნობის საშუალება უკრაინის საზოგადოებას მისცა გუბერნატორის პირად გვერდზე განთავსებულმა ჩანაწერმა, რომელმაც პირველივე საათებში ათასობით ნახვა დააგროვა .

"უკრაინა უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური მძარცველისგან, იქნებიან ისინი ოლიგარქულ პარტიებში თუ ხელისუფლებაში, როგორც ძველი, ისე ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები. ტელეკომოპანია "1+1"--მა ჩემი პირდაპირი ეთერიდან გათიშვა გადაწყვიტა, თუმცა ჩვენ მაინც ვიპოვეთ ეს ჩანაწერი“ – წერს სააკაშვილი  „ფეისბუკის“ პირად გვერდზე, სადაც . პირდაპირი ეთერიდან მისი გათიშვის ამსახველ ჩანაწერს აქვეყნებს.

სიახლეები

ფოთში კაცმა ცოლი მოკლა

ფოთში კაცმა ცოლი მოკლა   შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ...

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...