მთავარისიახლეებისაზოგადოებაზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ევროკავშირთან წევრობის მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არის

ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ევროკავშირთან წევრობის მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არის

Published on

ომის 554-ე დღეს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები აქტიურია. უკრაინელებსა და რუსს ოკუპანტებს შორის 40-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. დაიბომბა ხარკოვის რეგიონი, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. იერიშები იყო დონეცკის ოლქში, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. 6 უკრაინელი პილოტი დაიღუპა ბახმუტთან, საბრძოლო დავალების შესრულებისას.

უკრაინის იერიშებზე საუბრობს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. უწყება ირწმუნება, რომ ბრიანსკის ოლქში დრონების თავდასხმა და ყირიმში სარაკეტო იერიში მოიგერიეს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ევროკავშირთან წევრობის მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არის.

“მე მქონდა შეხვედრები ჩვენს ელჩებთან სხვადასხვა ქვეყნებში. ნათლად ვხედავთ, რომელ ლიდერებთან გვჭირდება შეხვედრა, მოლაპარაკება და რა შედეგები უნდა მივიღოთ. მე გავმართე სპეციალური შეხვედრა პარლამენტის მთავრობის და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით წარმომადგენლებთან, ჩვენი მზადყოფნის შესახებ ევროკავშირთან წევრობის მოლაპარაკებების დასაწყებად.

რეკომენდაციების შესრულებისთვის საჭირო კანონპროექტები უკვე მომზადებულია და პარლამენტში უნდა იქნას მიღებული. ევროკავშირში უკრაინის თითოეულ გადაწყვეტილებაზე 226 ხმა არის ვალდებულება. დღეს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან მშვიდობის ფორმულის განხორციელების შესახებ ახალი შეხვედრა გაიმართა. მშვიდობის ფორმულა შექმნილია ისე, რომ ყველა ქვეყანამ და ყველა ლიდერმა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება საერთო შედეგის, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის,” – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...