მთავარისიახლეებისაზოგადოება"მკაცრად ვგმობ რუსეთის მორიგ ლაჩრულ და მიზანმიმართულ თავდასხმას ჩერნიგოვზე" - ბორელი

“მკაცრად ვგმობ რუსეთის მორიგ ლაჩრულ და მიზანმიმართულ თავდასხმას ჩერნიგოვზე” – ბორელი

Published on

“მკაცრად ვგმობ რუსეთის მორიგ ლაჩრულ და მიზანმიმართულ თავდასხმას ჩერნიგოვზე”, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი Twitter-ზე წერს და ჩერნიგოვზე რუსეთის თავდასხმას ეხმაურება.

„მე მკაცრად ვგმობ რუსეთის მორიგ ლაჩრულ და მიზანმიმართულ თავდასხმას ჩერნიგოვზე, რომელიც მიმართული იყო უნივერსიტეტისა და თეატრის წინააღმდეგ, რამაც, სულ მცირე, შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის ბავშვების დაღუპვა და ბევრი ადამიანის დაშავება გამოიწვია“, – წერს ბორელი.

Strongly condemn yet another cowardly and deliberate Russian strike on #Chernihiv targeting a university and a theatre, causing the death of at least 7 civilians, including children, leaving many more injured.

Now, as always, we #StandWithUkraine

— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) August 20, 2023
ჩერნიგოვზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა

შეგახსენებთ, რომ 19 აგვისტოს რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში ჩერნიგოვის ცენტრსა და დრამატულ თეატრზე მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის 6 წლის ბავშვი. დაზიანდა 500-მდე შენობა.

სიახლეები

საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! – ნიკა გვარამია ივანიშვილზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების...

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით...

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული...

გერმანიის საელჩო “რუსთავი 2-ს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გერმანიის საელჩო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. დიპლომატიური უწყების განცხადებით, ტელევიზიამ საქართველოს მეხუთე...