მთავარისიახლეებიმსოფლიორა ვიცით შოვის ტრაგედიაზე 14 აგვისტოს დილით

რა ვიცით შოვის ტრაგედიაზე 14 აგვისტოს დილით

Published on

 რა ვიცით #შოვის ტრაგედიაზე 14 აგვისტოს 10:00-ისთვის:
 24 დაღუპული/ნაპოვნი ცხედარი;
22 იდენტიფიცირებული (ოფიციალური ვერსიით 21).
 ბოლოს იდენტიფიცირებული არიან სოფო ბაკურაძე და ლუკას ძმა ანდრია, ასევე მანანა კაჭვაძე.
 ადგილობრივებთან და იქ მომუშავე კოლეგებთან ერთად შედგენილი ჩვენი სიით 10 ადამიანს ეძებენ, (ოფიციალური ვერსიით 9): ზაზა მესხი და მისი სამი შვილი, სამი ბიძაშვილი, ცოლისა და სამი შვილის დამკარგავი კაცის ერთი შვილი, კოტე მაისურაძე, ლევან რაზმაძე.
 მიწის მასის 60% გადამოწმებულია, სამუშაოები 18 ლოკაციაზე გრძელდება, აქედან 10-ზე თავდაცვის ძალები მუშაობენ, დაკარგულები იძებნებიან რიონის ხეობაშიც, სამუშაო ზონა 50-ზე მეტ კილომეტრს მოიცავს და ამბროლაურის აეროპორტის ტერიტორიამდე ჩადის, სამუშაოებში ჩართულია ნავები.
ადგილზე მუშაობენ: მაშველები, ჯარი, კინოლოგები, გეოლოგები, მოხალისეები (ადგილობრივები, შერჩეულები ტერიტორიის ცოდნის მიხედვით), მძიმე სპეცტექნიკა, მცურავი საშუალებები.

სიახლეები

“სიტყვამ “რევოლუცია” არ შეგაშინოს მკითხველო!…” – შოთა თუთბერიძის დასკვნითი სიტყვა

"სიტყვამ "რევოლუცია" არ შეგაშინოს მკითხველო!..." - ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებით დაიწყო უფლებადამცველმა შოთა თუთბერიძემ...

“არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ” – მიხეილ სააკაშვილი

"არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი,...

სუს-ი: დაკავებულია შპს “კოდორიჰესების” დეპარტამენტის უფროსი

დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე შპს "ენგურჰესში" შემავალი, შპს "კოდორიჰესების" დეპარტამენტის უფროსი...

ბატონი ელჩი ტრაგიკულ მდგომარეობაშია – კობახიძე ჰერჩინსკიზე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება "მიზანშეწონილია. "ოცნების" ლიდერმა დღეს...