მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტის წევრებს პლენარული და კომიტეტის სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზად „ოჯახური მდგომარეობის“ მითითება...

პარლამენტის წევრებს პლენარული და კომიტეტის სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზად „ოჯახური მდგომარეობის“ მითითება აღარ შეეძლებათ.

Published on

პარლამენტის წევრებს პლენარული და კომიტეტის სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზად „ოჯახური მდგომარეობის“ მითითება აღარ შეეძლებათ.პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანის თქმით, , თითქმის მომზადებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვით, სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზთა ჩამონათვალში „ოჯახური მდგომარეობა“ აღარ იქნება.„როგორც მოგეხსენებათ, ოჯახური მდგომარეობის მოტივით სხდომაზე არდასწრება ერთ-ერთ საპატიო მიზეზად ითვლება და სტატისტიკა აჩვენებს, რომ ერთი წლის განმავლობაში ისეთი შემთხვევები მრავლად იყო, როცა ამ მიზეზით პარლამენტის ესა თუ ის წევრი სხდომებს არ ესწრება. ბუნებრივია, ასეთ დროს, გაცდენების ზედმეტი სიმრავლე კითხვებს აჩენს, ხომ არ ხდება ამ უფლებით მანიპულირება?! საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის თვალსაზრისით, ცალკეულ დეპუტატებთან მიმართებაში კითხვები ჩნდება. მიკერძოებაში თუ არ ჩამითვლით, გეტყვით, რომ ეს ოპოზიციის წარმომადგენლებს ეხებათ“, – განაცხადა დეპუტატმა.გიორგი კახიანი ფიქრობს, რომ რეგლამენტიდან მსგავსი ჩანაწერის ამოღება შედეგს გამოიღებს, თუმცა ამასთანავე კანონმდებელი ამბობს, რომ როცა დეპუტატი სხდომებს არ ესწრება და საპარლამენტო საქმიანობაში სათანადო მონაწილეობას არ იღებს, ეს მისი პირადი პრობლემა და პასუხისმგებლობის საკითხია უშუალოდ ამომრჩევლის წინაშე.
„დეპუტატის სხდომებზე დასწრება და მისი საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა სავალდებულო რაიმე რეგულაციებით კი არ უნდა იყოს, არამედ პარლამენტის წევრს გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ საპარლამენტო საქმიანობაში სათანადო მონაწილეობას ყოველგვარი სანქციების და რეგულაციების გარეშე იღებდეს. არ გამოვრიცხავ, რომ ცვლილებებმა დასწრების სურათი შეცვალოს, მაგრამ პარლამენტის წევრი იმ პასუხისმგებლობას შინაგანად უნდა გრძნობდეს, რაც მოსახლეობისა და მისი ამომრჩევლის წინაშე გააჩნია“, – აღნიშნა კახიანმა.
რეგლამენტის მოქმედი რეგულაციებით, პარლამენტის წევრის მიერ პლენარული და კომიტეტის სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზად ავადმყოფობა, ოჯახური მდგომარეობა, სამსახურებრივი მივლინება ითვლება.
 
დეპუტატები აღნიშნული ჩამონათვალიდან სხდომის გაცდენისას საპატიო მიზეზად ყველაზე მეტად ოჯახურ მდგომარეობას უთითებენ, რის გამოც, პარლამენტში ხშირად კვორუმის პრობლემაა.

სიახლეები

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 84 პირს ბრალი წარედგინა

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის,...

პაპუაშვილი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე- მოვა მაისი

მოვა მაისი და ვნახავთ - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული...

რუსეთი წელს 9 მაისის აღლუმზე სამხედრო ტექნიკას “ოპერაციული ვითარების გამო” აღარ გამოიყვანს

რუსეთი ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს,...

ჩვენი სურვილია, 4 რადიკალური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები-კობახიძე

თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც თავისი შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკური...