მთავარისიახლეებისაზოგადოებაეს კარგია, მაგრამ ,,უთქვენოდ ჩვენი სიცოცხლე, ვაჰმე რა დიდი ბრალია''

ეს კარგია, მაგრამ ,,უთქვენოდ ჩვენი სიცოცხლე, ვაჰმე რა დიდი ბრალია”

Published on

გერმანიისა და დანიის მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რატომ ცხოვრობენ ქალები უფრო დიდხანს, ვიდრე კაცები. კვლევის შედეგების მიხედვით, ამის მიზეზი ქალის ბიოლოგიური თავისებურებებია. სპეციალისტების სტატიას ვრცლად Phys.org-ი აქვეყნებს. 
 
მეცნიერებმა გააანალიზეს ორი სქესის სიცოცხლის ხანგრძლივობა კუნძულ ტრინიდადზე, როდესაც იქ 1498-1807 წლებში ესპანური მმართველობა იყო. ასევე ისლანდიაში წითელას ეპიდემიის დროს და უკრაინის, შვედეთისა და ირლანდიის შიმშილობის ხანაში. მკვლევარების შედეგები გვიჩვენებს, რომ უბედურების პერიოდში ქალები კაცებზე დიდხანს ცხოვრობდნენ, თუმცა ტრინიდადზე განსხვავება არ ყოფილა. სავარაუდოდ ამის მიზეზი, იყო ის, რომ მონათმფლობელები ადამიანებში ფიზიკურ ძალას აფასებდნენ და მათზე მეტად ზრუნავდნენ. 
 
1875 წლიდან 1849-მდე ირლანდიაში შიმშილობის ხანა იდგა, რომლის მიზეზი, კარტოფილის კულტურების მასობრივი მოწამვლით დაიწყო. ამ დროს, ქალის სიცოცხლის ხანგრძლივობა 22,4 წელი იყო, ხოლო კაცის – 18,17. შიმშილობამდე ორივე სქესის ადამიანი საშუალოდ 38 წელს აღწევდა. 
 
მსგავსი სურათი სხვა ქვეყნების შიმშილობის პერიოდშიც დაფიქსირდა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამის მიზეზი სქესებს შორის ბიოლოგიური განსხვავებაა, კერძოდ, კაცებში  ტესტოსტერონი დიდი დოზით გამოიყოფა, რომელსაც იმუნური სისტემის მუშაობის გართულება შეუძლია, ხოლო ესტროგენებს, რომელიც ქალის სხეულშია სინთეზირებული, საპირისპირო ეფექტი აქვს.

სიახლეები

ოკუპანტებმა ხერსონზე მასირებული იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი

რუსი ოკუპანტები ხერხონის ოლქზე მასირებული იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი...

“რა საფრთხეებს შეიცავს “ოცნების” მიერ მიღებული ცვლილება პრევენციულ დაკავებაზე” – საიას კვლევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული მორიგი უკანონო და ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელი საკანონმდებლო...

ლექტორი თამარ ტატანაშვილი თსუ-დან გაათავისუფლეს

ლექტორი თამარ ტატანაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. "თსუ-ის იურიდიულმა ფაკულტეტმა...