მთავარისიახლეებისაზოგადოებაივანიშვილს ქობულეთიდან კიდევ ხუთი ხე გააქვს, გზად ,,ხელის შემშლელი'' ასწლოვანი ევკალიპტები...

ივანიშვილს ქობულეთიდან კიდევ ხუთი ხე გააქვს, გზად ,,ხელის შემშლელი” ასწლოვანი ევკალიპტები იჭრება

Published on

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ასწლოვანი ევკალიპტები იჭრება. ინფორმაციას ამის შესახებ  ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ბონდო თედორაძე ავრცელებს.
 
მისი  თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე გამზადებულია 5 ხე, რომლებიც უახლოეს დღეებში შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის აგარაკზე გადასარგავად უნდა გადაიტანონ.
 
„ბიძინა ივანიშვილის ხეები რომ ტრანსპორტირდეს, ამის გამო აბსოლუტურად ჯანსაღ, ასწლოვან ევკალიპტებს ჭრიან. თითქოს და იმ მოტივით, რომ ეს იყო მოსახლეობის მოთხოვნა, მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობა საერთოდ არ ცხოვრობს, ეს არის მოგონილი სიყალბე ადგილობრივი ხელისუფლებისგან და ისინი ცდილობენ, შეუქმნან კომფორტი ტრანსპორტირებისას ბიძინა ივანიშვილის ხეებს,“ – განაცხადა მან
 
ხეებს ქობულეთის გამწვანების სამსახური ჭრის, მათი თქმით პროცესზე მათ ნებართვა ქობულეთის მერიისგან მიიღეს.
 
„აღნიშნული ხეები უშლის როგორც ადამიანების გადაადგილებას, ისე ტრანსპორტის გადაადგილებას. მე არ ვიცი, სად ვის რა გადააქვს, მე მაქვს დავალებული განცხადებით, რომ გადავჭრა ეს ხეები,“ – განაცხადა ზვიად რომანაძემ.

სიახლეები

სამოქალაქო ატივისტი თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს

თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს - სამოქალაქო ატივისტი, რომელსაც სასამართლომ დღეს ტროტუარზე დგომის გამო 2...

ახალი ნარკოტიკები, ზედოზირება, სიკვდილიანობა – სპეციალისტების შემაშფოთებელი პროგნოზი

ქვეყანაში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული შეშფოთება იზრდება. ნარკოლოგები აცხადებენ, რომ საქართველოში იზრდება როგორც ნარკომომხმარებელთა რაოდენობა, ისე...

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს: "ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ...

ლევან ხაბეიშვილის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

"ეს საქმე სრული აბსურდია, პოლიტიკოსის საჯარო განცხადების გამო დაკავება, დიქტატურისთვისაც კი ახალი და გასაოცარი...