მთავარისიახლეებისაზოგადოებაბათუმში მიმდინარე აქციაზე უკრაინის მოქალაქეც დააკავეს

ბათუმში მიმდინარე აქციაზე უკრაინის მოქალაქეც დააკავეს

Published on

ბათუმის პორტში, ადგილობრივები და სამოქალაქო აქტივისტები საკრუიზო ლაინერ “ასტორია გრანდეს” ხელახლა პორტში შემოსვლას აპროტესტებდნენ. ისინი იქ დილიდან შეიკრიბნენ, მალე კი პოლიციამ დაკავებები დაიწყო. 

წინასწარი ინფორმაციით, ათზე მეტი დემოსნტრანტი, მათ შორის, ყუკრაინის მოქალაქე დააკავეს. 

“არ ვიცი, რისთვის მაკავებენ, ალბათ იმიტომ, რომ ღორებს ნაგავი ვესროლე”, – ამბობს ერთ-ერთი დაკავებული. 

“აგვისტოს ომის მონაწილე ვარ, ორი სნაიპერის ტყვია მაქვს მოხვედრილი – უფროსი სერჟანტი გიზო სიჭინავა, მესამე ქვეითი ბრიგადა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ! ამათი დედები ვატირე მე, ვის იცავთ?”, – ასე მიმართა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პოლიციელებს. 

ბათუმელი ლია მგელაძე კი წერს, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა კაცმა მას ჯერ გადაღებაში შეუშალა ხელი, შემდეგ მის დაკავებას ცდილობდა, საბოლოოდ კი ტელეფონი წაართვა. 

ერთ-ერთ კადრში კი, რომელიც ტვ პირველმა გადაიღო, ჩანს, როგორ ურტყამს ხელუკუღმა იდაყვს პოლიციელი აქციის მონაწილე ახალგაზრდას. 

მოკლე ინფორმაცია და ვიდეოები ბათუმიდან შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ტელეგრამ-არხზე, ამ ბმულზე. 

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....