მთავარისიახლეებიმსოფლიომაჰმუდ აჰმადინეჯადის ადვოკატი ირანის ექსპრეზიდენტის დაპატიმრების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

მაჰმუდ აჰმადინეჯადის ადვოკატი ირანის ექსპრეზიდენტის დაპატიმრების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

Published on

ირანის ყოფილი პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჯადის ადვოკატი ადელ ჰაიდარი უარყოფს ინფორმაციას ირანის ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრების შესახებ. ამის შესახებ რადიო „ფრანსი“ საინფორმაციო პორტალ „ერემ ნიუსზე“ დაყრდნობით იუწყება.„ინფორმაცია ჩემი კლიენტის დაკავების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა საინფორმაციო პორტალ „ერემ ნიუსთან“ ირანის ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა. გამოცემა Al-Quds Al-Arabi-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანში საპროტესტო აქციების მხარდაჭერის გამო, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი დააკავეს. გამოცემის ინფორმაციით, ირანის ყოფილი პრეზიდენტი ქვეყნის სულიერი ლიდერის, აიათოლა ხამენეის თანხმობით აიყვანეს.

სიახლეები

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და წერს,...

გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის...

სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა

სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი...

გურამ დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას,...