მთავარისიახლეებისაზოგადოებაპირი, რომელმაც ბიზნესმენი ტატო გურგენიძე დაჭრა მწერალი დავით გაბისკირიაა

პირი, რომელმაც ბიზნესმენი ტატო გურგენიძე დაჭრა მწერალი დავით გაბისკირიაა

Published on

პირი, რომელმაც ბიზნესმენი ტატო გურგენიძე დაჭრა, დავით გაბისკირიაა. გაბისკირია სამართალდამცველებმა წუხელ დააკავეს. თავად დაჭრილი ტატო გურგენიძე კი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

როგორც იურიდიულ ფირმა “ჯიემჯიში” აცხადებენ, ბიზნეს შეხვედრა მართლაც იმართებოდა მათთან, თუმცა ტატო გურგენიძესა და დათო გაბისკირიას შორის დაპირისპირება ბიზნეს საქმიანობას არ უკავშირდებოდა.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი გიორგი კვირიკაშვილი განმარტავს, კონფლიქტი სულ სხვა მიზეზის გამო დაიწყო.

“დავა როგორც ასეთი ამ ადამიანებს შორის არ არის, არც სასამართლოში, არც სასამართლოს გარეშე. ერთი ჩვეულებრივი საქმიანი შეხვედრა იყო და ის კონფლიქტი, არ არის გამოწვეული საქმიდან გამომდინარე. საქმიანობიდან გამომდინარე მოხდა შეხვედრა, მაგრამ კონფლიქტი საქმიანობიდან გამომდინარე არ ყოფილა”, – ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ სროლა მზიურის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული იურიდიული ფირმის შენობაში გუშინ, 25 ივლისს მოხდა.

სიახლეები

სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში - ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი...

ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდება

სამთავრობო მედიების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ამ დროსითვის...

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს "ახლახან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ...

საია- სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ჟურნალისტი აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა...