მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში ტრადიციული ალილო გაიმართა

ზუგდიდში ტრადიციული ალილო გაიმართა

Published on

ზუგდიდში ტრადიციული ალილო გაიმართა. მსვლელობა 12:00  საათზე ვლაქერნის ღვთიმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. მსვლელობაში მონაწილეები მოგვების, ქურუმების და მწყემსების ფორმაში იყვნენ გამოწყობილი. შემოწირული ტკბილეული კი ურემზე შეგროვდა . მსვლელობაში სასულიერო პირები, სტიქაროსნები, მგალობლები მონაწილეობდნენ. შესრულდა საშობაო საგალობლები. მსვლელობა დეკორაციების გამოყენებით მაცხოვრის შობის ღამესთან იყო მიმსგავსებული.ალილოს მსვლელობა დადიანების ეკლესიიდან ცენტრალურ ქუჩაზე გაგრძელდა,ურმის  საშობაო საჩუქრებით შევსება ყველა მსურველს შეეძლო. მსვლელობა ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო მშენებარე ტაძარში დასრულდა, სადაც მეუფე გერასიმემ სასულიერი პირებთან ერთად ერთობლივი პარაკლისი გადაიხადა. ალილოზე შემოწირული ტკბილეული სოციალურად დაუცველებს გადაეცემათ საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა 2000 წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აღდგა.
 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....