მთავარისიახლეებისაზოგადოებადაკონსერვდება თუ სხვა საშველი დაადგება მეგრულ ენას, რომელსაც გაქრობა ემუქრება?

დაკონსერვდება თუ სხვა საშველი დაადგება მეგრულ ენას, რომელსაც გაქრობა ემუქრება?

Published on

ლონდონის უნივერისტეტის აფრიკული და აზიური კვლევების სკოლა გამოსავალს იმ ენების მდგომარეობაში, რომელთაც  გაქრობა ემუქრება, მათ დაკონსერვებაში ხედავს.
 
ლინგვისტები მიიჩნევენ, რომ ენების შენარჩუნება სულ უფრო რთულდება, რადგან ახალგაზრდები ცდილობენ უფრო გავრცელებული და ასევე მარტივი ენები შეისწავლონ. არადა, ამ დროისთვის მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობს დაახლოებით 7 000 ცოცხალი ენა, რომლებზეც ადამიანები ასე თუ ისე ლაპარაკობენ. თუმცა ტენდეცია ასეთია: ამ ენების 90% მომდევნო 200 წელიწადში გაქრება.
 
როგორც Times-ი წერს, ენების გაქრობა კულტურისთვის დიდი დანაკლისია, ამიტომ საჭიროა მათი მინიმუმ კატალოგიზაცია, რისთვისაც 20 მილიონი ფუნტი სტერლინგის დახარჯვა იგეგმება.
 
ლონდონის უნივერისტეტის აფრიკული და აზიური კვლევების სკოლა  ახორციელებს პროექტს, რომელიც დაახლოებით 400 იშვიათი ენის აუდიოდაფიქსირებას ითვალისწინებს. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ კიდევ 3500 ენის გადარჩენას შეძლებენ.
 
ამ პროექტის განხორციელება ქველმოქმედის Tetra Pak-ის იმპერიის მემკვიდრის ლისბერტ როზინგის ფინანსური დახმარების წყალობით გახდა შესაძლებელი, რომელმაც ამ მიზნით სპეციალური ფონდი ჩამოაყალიბა.
 

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...