მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: რაც უნდა მოიმოქმედონ ჩემს წინააღმდეგ პუტინმა, პოროშენკომ და ივანიშვილმა და...

მიხეილ სააკაშვილი: რაც უნდა მოიმოქმედონ ჩემს წინააღმდეგ პუტინმა, პოროშენკომ და ივანიშვილმა და საერთოდ მთელმა პოსტსაბჭოურმა ოლიგარქატმა, ჩემი ბრძოლა გაგრძელდება ჩვენი ხალხების საბოლოო გამარჯვებამდე”

Published on

მიხეილ სააკაშვილი მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს სოციალური ქსელით ეხმაურება. 
 
 ,,განაჩენი, რომელიც გაზპრომის უმსხვილესი კერძო აქციონერის ივანიშვილის სრული კონტროლის ქვეშ არსებულმა   ქართულმა სასამართლომ ჩემს მიმართ გამოიტანა,  უკანონოა, ის ყველა საერთაშორისო ნომრებს და საღ აზრს ეწინააღმდეგება.
 
პრეზიდენტის გასამართლება იმის გამო, რომ მან თავისი უფლება გამოიყენა და ადამიანები შეიწყალა ( შეწყალება მიღებული მაქვს 133 ყოფილი სამხედრო მოსამსახურის მიმართ), იმაზე ლაპარაკობს, რომ ეს პროცესი მთლიანად პოლიტიზირებული იყო. ეს ასევე იმაზე მიუთითებს, რომ 5 წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებამ ჩემს წინააღმდეგ ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიპოვა: ვერც კორუფციის და ვერც სხვა რაიმე ბრალდებისათვის. 
მაგრამ ეს ,,განაჩენი'' ისევე როგორც პარალელური პროცესი კიევში გვიჩვენებს, რომ ოლიგარქიული ხელისუფლებები უკრაინასა და საქართველოში ერთმანეთთან სინქრონულად სრული კოორდინაციით  მოქმედებენ ჩემს , როგორც  კორუფციასთან, ოლიგარქატთან და ხალხის ძარცვასთან  მებრძოლი ლიდერის წინააღმდეგ.
არავისთვის არის საიდუმლო, რომ ვლადიმერ პუტინი  წლებია მოითხოვს ჩემს მიმართ რეპრესიული ზომების მიღებას როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ხელისუფალთაგან. მან ეს კიდევ ერთხელ გაიმეორა ამასწინანდელ პრესკონფერენციაზე. 
ჩემს ნეიტრალიზაციაზე მიმართული შესაბამისი ზომები იყო განხილვის საგანი  პოროშენკოსა და ივანიშვილის შეხვედრაზე, რომელიც შარშან, ზაფხულში გაიმართა  საქართველოში ჩემთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევამდე რამდენიმე დღით ადრე. ასევე, ჩემი ინფორმაციით, ამ საკითხზე მსჯელობა იყო პოროშენკოსა და პუტინის სატელეფონო საუბარში 2017 წლის 29 დეკემბერს.   
რაც უნდა მოიმოქმედონ ჩემს წინააღმდეგ პუტინმა, პოროშენკომ და ივანიშვილმა და საერთოდ მთელმა პოსტსაბჭოურმა ოლიგარქატმა, რა გარიგებებიც  უნდა შედგეს ოლიგარქებს შორის, ჩემი ბრძოლა გაგრძელდება ჩვენი ხალხების საბოლოო გამარჯვებამდე ოლიგარქატზე, კორუფციაზე, ადამიანების სიღატაკესა და დამცირებაზე  “- წერს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...