მთავარისიახლეებისერგეენკოსთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

სერგეენკოსთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

Published on

“ქართული ოცნების” დეპუტატისთვის, დავით სერგეენკოსთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საკითხის განხილვისას განაცხადა, დავით სერგეენკომ 32 მორიგი სესიისგან 25 სესია არასაპატიო მიზეზით გააცდინა.

მისივე თქმით, კომიტეტის გადაწყვეტილება გაეგზავნება პარლამენტის ბიუროს და იგი საბოლოოდ დასამტკიცებლად შემოდგომის პლენარულ სხდომაზე გავა.

დავით სერგეენკოს მიერ სადეპუტატო მანდატის დატოვების შესახებ ინფორმაცია 12 ივლისს გავრცელდა. მოგვიანებით კი “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ სერგეენკოს მანდატის დატოვების შესახებ პარლამენტისთვის თავად არ მიუმართავს. მისივე თქმით, სერგეენკოს საპარლამენტო სესიების ნახევარზე მეტი აქვს გაცდენილი და ამიტომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში.

დავით სერგეენკოს მიერ პარლამენტის მანდატის დატოვების შესახებ ცნობები მედიაში მანამდეც ვრცელდებოდა. ამის შესახებ ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც “ქართული ოცნების” დეპუტატმა “რუსულ კანონს” მხარი არ დაუჭირა და მმართველი პარტიისგან განსხვავებულ პოზიცია დააფიქსირა.

სერგეენკო ამ პერიოდის შემდეგ პარლამენტში მუშაობას ფაქტობრივად აღარ აგრძელებდა.

მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ოცნების” დატოვება 6 დეპუტატს სურდა. “რუსულ კანონს” მხარი არც ირაკლი კოვზანაძემ დაუჭირა, რომელმაც დეპუტატის მანდატზე უარი უკვე თქვა. ასევე ამავე პერიოდში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი, რომლებმაც ასევე განსხვავებული პოზიცია დააფიქსირეს პრემიერმინისტრის მრჩევლებად დაინინენ

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...